
ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ამბავი გვიამბობს ლეგენდარულ ქალაქებზე, რომლებიც ღმერთმა გაანადგურა. სოდომი და გომორი ცეცხლისა და გოგირდის წვიმამ ფერფლად აქცია, იერიქონის კედლები კი საყვირების ხმამ დააქცია. გამოგონილია ეს ისტორიები თუ რეალური? ბოლო პერიოდში არქეოლოგებმა გარკვეული მინიშნებები აღმოაჩინეს. არსებობს ეჭვმიუტანელი მტკიცებულებები, რომ ადგილი ჰქონდა კატასტროფულ მოვლენებს. მაგრამ რას უჭერს ისინი მხარს – ბიბლიურ მონათხრობს თუ სხვა, ნაკლებად მისტიკურ ამბებს? გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: National Geographic არქეოლოგია, ბაბ-ედ-დრა, ბიბლია, გომორი, ენიგმა, ვულკანი, იერიქონი, ისტორია, მაშკან-შაპირი, მეცნიერება, მიწისძვრა, მკვდარი ზღვა, ნუმეირა, რელიგია, სოდომი, ცოღარი

გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით? გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ალბერტ აინშტაინი, არისტარქე, გალილეო გალილეი, დიდი აფეთქება, კოსმოლოგია, მეცნიერება, მითოლოგია, რელიგია, სამყარო, სტივენ ჰოკინგი, ფიზიკა, ღმერთი

მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანი მუდამ ცდილობდა, მომავალი განეჭვრიტა. მეცნიერების განვითარებასთან ერთად წინასწარმეტყველებებმა რელიგიის გარდა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროებიც მოიცვა. თუმცა, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც მრავლადაა წარუმატებელი წინასწარმეტყველებები, რომელთა უმეტესობა დღეს ღიმილს იწვევს. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: მარცხი, მეცნიერება, ტექნოლოგია, წარუმატებელი, წინასწარმეტყველება, წინასწარმეტყველებები

არისტოტელე მიიჩნევდა, რომ თალესი იყო ბუნებისმეტყველების ფუძემდებელი.
თალესმა, სავარაუდოდ, იმოგზაურა ბაბილონსა და ეგვიპტეში. ასევე სავარაუდოა, რომ ის იცნობდა ამ ცივილიზაციებში დაგროვილ ცოდნას ბუნებრივ მოვლენებზე. თალესის მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო ძველ საბერძნეთში ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბება. თალესმა საფუძველი დაუდო მილეთურ ფილოსოფიის სკოლას. ძველ საბერძნეთში ბუნებისმეტყველებისადმი ჩამოყალიბდა მეცნიერული მიდგომის საფუძველი. კერძოდ, ძველი ბერძნები ახდენდნენ დაკვირვებული მოვლენების სისტემატიზაციას, ცდილობდნენ დაედგინათ მოვლენის მიზეზი და შეექმნათ მოვლენის აღმწერი ზოგადი მოდელი. ძველი ბერძნების დასკვნები დაფუძნებული იყო საღ აზრზე, დაკვირვებებსა და არგუმენტებზე. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყარო შემეცნებადია და მასში მოქმედებს გარკვეული უნივერსალური წესები, რომელთა შესწავლა შეიძლება. გაგრძელება »
ავტორი: Gordo
ტეგები: ანტიკური, მეცნიერება, ხანა
ბოლო კომენტარები