loading...

Tag Archive: მეცნიერები

ნოე 30

ხელოვნური სისხლი

რამდენ ხანია ცდილობენ სისხლის ხელოვნური შემცვლელებისდამზადებას. ტექნოლოგია კარგია, გარკვეულ სიტუაციებში ძალიან შველის, მაგრამ ცოცხალი სისხლის გარეშე ექიმები ფონს ვერ გადიან.

ფოტოზე გამოსახულია ისტორიაში პირველი ხელოვნური ერითროციტები მიკროსკოპში. ფრანგმა მკვლევარებმა მოხალისეს ცოტა ძვლის ტვინი აუღეს და ღეროვანი უჯრედების ერითროციტებად გარდაქმნას შეუწყვეს ხელი. გამოზრდილი კულტურა თაგვებს შეუყვანეს და გამოარკვიეს, რომ იგი აბსოლუტურად მსგავსია ჩვეულებრივი ნატურალური ერითროციტებისა. Read the rest of this entry »

მაი 18

მეცნიერებმა უჯრედის დაბერების პროცესის კონტროლი ისწავლეს

შვედმა გენეტიკოსებმა ცილების მთელი ჯგუფი გამოავლინეს, რომელთა დაბლოკვის შემთხვევაშიც, რადიკალურად იცვლება მიტოქონდრიების (უჯრედის მცირე ნაწილი, რომელსაც ხშირად უჯრედის ენერგოსადგურებსაც უწოდებენ) ფუნქციონირების პროცესი.

ამას კი შედეგად უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა და ადამიანის, ან ცხოველის ორგანიზმის დაბერების პროცესის შენელება მოჰყვება.

გამოცემა „საიენს დეილი”, გიოტებორგის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის ძირითად ასპექტებს გვაცნობს. შვედმა გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ გენ SOV1-ის დეაქტივაცია, უჯრედებში MTC ჯგუფის (მიტოქონდრიალ ტრანსლეიშნ კონტროლ) რამდენიმე ცილის თანდათან გაქრობას იწვევს. ეს ცილები მიტოქონდრიების ნორმალური მუშაობისთვისაა საჭირო. მაგრამ როგორც გაირკვა, ამავე ჯგუფის სხვა ცილები, დაზიანებული და გამქრალი ცილების ფუნქციებს ითვისებენ და რეაქციების მთელ ჯაჭვს იწყებენ, რომლებიც გენომის სტაბილიზაციას და დაზიანებული ცილების გამოდევნას უწყობენ ხელს. ყველაფერი ეს კი უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას იწვევს. Read the rest of this entry »