loading...

Tag Archive: მოსაზრებული

აპრ 23

მოსაზრებული ელჩი

ერთმა მეფემ მეზობელ იმპერატორთან ელჩი გაგზავნა.იმპერატორმა ელჩი ღირსეულად მიიღო და სადილად მიიწვია, საქმეზე შემდეგ მოვილაპარაკოთო.
სადილზე თევზი მიართვეს. თურმა სასახლეში ერთი უცნაური ჩვეულეა ჰქონდათ: ვინც სუფრაზე მოტანილ სანოვაგეს ხელით შეეხებოდა, კიდევაც უნდა აეღო, თუ არა და სიკვდილით დასჯიდნენ.
ელჩი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. მას თევზის გადაღება უნდოდა, ერთს ხელი შეახო, მაგრამ ედიდა, ხელი გაუშვა და უფრო მომცრო გადაიღო. ეს შენიშნა მისდამი მტრულად განწყობილმა დიდებულმა, გვერდში მჯდომთ თვალით ანიშნა სტუმრის საქციელი; დიდებულები ერთბაშად წამოიშალნენ და ყვირილი მორთეს:
— სიკვდილი უზრდელს, სიკვდილი!
ამ გარემოებამ იმპერატორი ძლიერ შეაწუხა. ელჩს თუ მოკლავდა, მეზობელს განარისხებდა და ამას კი ომი მოჰყვებოდა, თუ არ მოკლავდა, ჩვეულებას დაარღვევდა და დიდებულები გაუდგებოდნენ.
დიდი ფიქრის შემდეგ იმპერატორმა ელჩს უთხრა:
— ვწუხვარ, ბატონო უცხოელო, მაგრამ ჩვეულებას ვერ გავტეხ, სხვა გზა არ მაქვს, სიკვდილით უნდა დაგსაჯოთ… მაგრამ… ვფიცავ, სიკვდილის წინ სიცოცლის გარდა, რასაც მთხოვ, აგისრულებ.
ელჩი არ დაიბნა და ისეთი რამ სთხოვა იმპერატორს, რომ მისი გამტყუნება ვეღარავინ შეძლო. ელჩი სიკვდილს გადარჩა.
გამოცანით, რა უნდა ეთხოვა ელჩს იმპერატორისათვის, სიცოცხლის შენარჩუნების გარდა ისეთი, რომ სიკვდილს გადარჩენოდა?