loading...

Tag Archive: მტაცებელი

ოქტ 30

ბუ – ბუნებაში შენიღბვის ოსტატი

ღამის პერიოდში ბუ ერთ–ერთ სერიოზულ მტაცებელს წარმოადგენეს ტყის პატარა ბინადართათვის. თუმცა დღისით შესაძლოა ის თავადვე იქცეს რომელიმე მასზე უფრო მსხვილი მტაცებლის ნადავლად. იმისათვის, რათა ბუები გადარჩნენ ასეთ დაუნდობელ პირობებშიც კი, ამ ფრინველებს ბუნებაში შენიღბვა უწევთ. დაუჯერებელია თუმცა ფაქტია, რომ საკუთარი შეფერილობის წყალობით, თითქმის შეუძლებელია ბუნებრივ პირობებში მათი აღმოჩენა. ამის დასასაბუთებლად წარმოგიდგენთ საუკეთესო სურათებს, რომლის ხილვის შემდეგაც თავად დარწმუნდებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულში. Read the rest of this entry »

დეკ 25

აფრიკის მდინარის მონსტრი – ვეფხვისებური გოლიათი

ვეფხვისებური გოლიათი (ლათ. Hydrocynus goliath), იგივე ვეფხვისებური თევზი ბინადრობს აფრიკაში. იგი მსოფლიოს მტკნარი წყლების ბინადართ შორის ერთ–ერთ ყველაზე საშიში და სახიფათოა. ამ მხრივ ის მხოლოდ პირანიას თუ ჩამორჩება. როგორც ცნობილია 32 ბასრი კბილით აღჭურვილი ამ სახეობის მოზდრილი წარმომადგენლები ნიანგებსაც კი ესხმიან თავს.

სულ ვეფხვისებური თევზის 5 სახეობაა ცნობილი, მათ შორის ყველაზე დიდი ზომის სახეობა ყველაზე წყალუხვ და აფრიკის სიგრძით მეორე მდინარე, კონგოში გვხვდება. ეს მტაცებელი 1,8 მეტრამდე იზრდება და 70 კილოგრამზე მეტს იწონის. ზრდასრული თევზი ნამდვილი სიკვდილის მანქანაა.

არსებობს ისტორიები იმის შესახებ თუ როგორ დაესხა ვეფხვისებური თევზი ადამიანებს, თუმცა დაზუსტებით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია.  Read the rest of this entry »

თებ 07

ყველაზე სასტიკი კაციჭამია ცხოველები


ყველაზე მსხვილი და ძლიერი მტაცებელი ცხოველები გარკვეულ სიტუაციებში ხშირად აღიქვამენ ადამიანს მორიგ საკბილოდ, თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როცა ცხოველს ჩვენი ხორცი ურჩევნია სხვა ნებისმიერ საკვებს. ქვემოთ მოყვანილი სია მოიცავს 10 ყველაზე ცნობილ და საზარელ შემთხვევას მსგავსი მოვლენებიდან. Read the rest of this entry »