loading...

Tag Archive: მღვიმე

დეკ 26

იაკობის ჭა უიმბერლიში (აშშ, ტეხასი)

უიმბერლიში (შტატი ტეხასი, ამერიკა) მდებარე იაკობის ჭა (Jacob’s Well), წარმოადგენს დიდ არტეზიულ წყაროს, რომელიც ამოედინება შტატის ყველაზე უმსხვილესი წყალქვეშა მღვიმეთა სისტემიდან. აღნიშნულ ჭაში წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ დამთვალიერებლებს ნახვისას ხშირად ცარიელი სივრცის შთაბეჭდილება უჩნდებათ.

ჭის დიამეტრი 4 მეტრია, ხოლო სიღრმე – 10 მეტრი. მისი ფსკერიდან იწყება განტოტვები, რომელებიც ამ დრომდე ბოლომდე არავის არ შეუსწავლია. ამ დროისათვის აღნიშნული განტოტოტვების კვლევის ჩატარების დროს დაღუპულია 8 დაივერი, თუმცა ამ ადგილის პოპულარობაზე ამ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია.  Read the rest of this entry »

დეკ 17

დაკიდებული რესტორანი ჩინეთში

ექსტრაორდინალური რესტორანი “ფანვენი” მდებარეობს ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში არსებულ “სამი მოგზაური”–ს მღვიმესთან, რომელიც დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ იჩანიდან.

რესტორანი განთავსებულია სილინის ხეობაში. თავბრუდამხვევი სილამაზე უბრალო დამთვალიერებლებსა და რესტორნის სტუმრებზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. დაწესებულების შესასვლელი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეულია, თუმცა ბოლოში კლდეზე გამავალი ბეტონის ხიდი ნამდვილი საოცრებაა. რესტორნის დაბოლოება პრაქტიკულად ჰაერშია გამოკიდებული, რომლიდანაც სილინის ხეობის ულამაზესი პეიზაჟები იშლება. Read the rest of this entry »

ნოე 18

კუევა-დე-ლას-მანოსი – ფერწერული ნამუშევრების პრეისტორიული ძეგლი

ძვ. წ. IX ათასწლეულით დათარიღებული ეს პრეისტორიული ფერწერული მონაპოვარი, გარკვეულწილად  ისტორიის საჩუქარია, რომელიც შემონახულია ჩვენ დრომდე. მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვა პირველყოფილი ნახატებიც აღმოაჩინეს, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოქვაბულად, სადაც წარსულის ნაკვალევია შემორჩენილი მაინც არგენტინაში არსებული მღვიმე „კუევა-დე-ლას-მანოსი“ ითვლება.

ხელების გამოქვაბული (ესპ. Cueva de las Manos) სწორედ ასე ეწოდება ამ უნიკალურ ადგილს. მეცნიერთა მტკიცებით აღნიშნული სურათები შექმნილია 13 000 – 9 500 ათასი წლის წინათ. ნახატების შექმნის ტექნიკა საკმაოდ მარტივი იყო: პირველყოფილი ადამიანები პირში იგუბებდნენ საღებავს და შემდგომ პატარა მილის საშუალებით ასხავდნენ კედელზე დადებული ხელის გარშემო. Read the rest of this entry »