loading...

Tag Archive: მშობელი

იან 21

გასაოცარი მემკვიდრეობითი მსგავსება

მამა და შვილი

მემკვიდრეობა და მემკვიდრეობით გადაცემული ნიშან–თვისებები გასაოცარი რამ არის. ვის უფრო ჰგავს პატარა მამას თუ დედას? შესაძლოა პაპას ან ბებიას? Read the rest of this entry »

დეკ 04

როგორ აღვზარდოთ ბიჭი ნამდვილ მამაკაცად

სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ დღეს ძალიან ძნელია ნამდვილი მამაკაცის პოვნა, სამაგიეროდ ბავშვის აღზრდა ნამდვილ მამაკაცად შესაძლებელია, თუ ის თქვენი შვილია. პატარის აღზრდით როგორც დედა, ისევე მამა უნდა დაკავდეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მამის როლი ამ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის აღმზრდელობითი მეთოდები, რომლებიც პატარა ბიჭს მამაკაცად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ბავშვის აღზრდისას ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია. პატარა, რომელსაც მშობლების სითბო არ აკლია, ის მეგობრული, ალერსიანი და ყურადღებიანი იზრდება. სხვა შემთხვევაში ბავშვი მშობლებისგან მიღებულ ემოციურ სიცივეს ითავისებს და თავადაც გულგრილი ხდება ყველას მიმართ. შემდგომში კი საკუთარ თავში ჩაკეტილი, უხეში და არაკონტაქტური იზრდება. Read the rest of this entry »

იან 12

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა

ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ წიგნთან ურთიერთობას. კითხვაში დიდ სიამოვნებას ვპოულობ. დამეთანხმებით ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ბავშვები ხშირად ასე როდი ფიქრობენ. J მითუმეტეს თუ კითხვა ახალი დაწყებული აქვთ. უმჯობესია ბავშვი წიგნთან ურთიერთობას თავიდანვე შევაჩვიოთ და ფართოდგახელილ თვალებში გამოხატული ცნობისმოყვარეობა ფერად-ფერადი წიგნებიტ დავუკმაყოფილოთ. მშობლის მონაწილეობას ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

ჩვენი წინა პოსტში წარმოგიდგინეთ სხვადასხვა ხერხები, რომელიც თქვენს ბავშვს  სწავლის პროცესს გაუხალისებდა, დღეს კი წარმოგიდგენთ სახალისო ხერხებს კითხვის გაადვილებისა და წიგნთან ურთიერთობისთვის. მართალია ეს წესი ინგლისური ენის მაგალითზეა აგებული, მაგრამ მერწმუნეთ ის ისეთივე წარმატებული იქნება ქართლის შემთხვევაში. Read the rest of this entry »