ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე არაერთი რამ თქმულა თუ დაწერილა. ეროვნული სამზარეულოს ჩამონათვალის სათავეში, კი მუდამ საცივი, მწვადი და ხინკალია მოქცეული. დღეს კი ქართული სამზარეულოს სხვა კერძებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც გამოკითხვისას ტოპ–ათეულის ცხრა ადგილი დაიმკვიდრეს.
Tag Archive: მწვადი
ივნ 05
ტოპ 9 ქართული ნაციონალური კერძი
ივნ 18
მწვადის შეწვის ხელოვნება
მწვადის შეწვა არც ისეთი იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თანაც სიტყვა “შეწვა” პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. სამწვადე ხორცი კი არ უნდა შევწვათ, არამედ დავბრაწოთ. მწვადი თავისავე ცხიმში უნდა მოიშუშოს. სწორედ ამით განსხვავდება მწვადი შემწვარი ხორცის სხვა კერძებისგან.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხორც-ასხმული შამფური ცეცხლის ალზე არ უნდა დავიჭიროთ, რადგან ხორცი გარედან დაიწვება, შიგნით კი უმი დარჩება. დაუწერელი წესია – მწვადი ნაკვერჩხალზე უნდა შეიწვას.
მწვადზე ექსპერიმენტების ჩატარება “ცოდვაა”. უმჯობესია მწვადის ოსტატთა მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას დავეყრდნოთ. მწვადის ხარისხი დამოკიდებულია: ხორცის ცხიმიანობაზე, ნაჭრების ზომასა და იმაზე, თუ რამდენად ახალია ხორცი. ბატკნის ხორცი ნაკლებად ნოყიერია, ისევე როგორც ხბოსა და გოჭის.