დღეს ნავთობი და ნავთოპროდუქტები ოკეანეებისა და ზოგადად პლანეტის დაბინძურების ძირთადად მიზეზად გვევლინება. ოკეანის დაბინძურების პრაქტიკულად ყველა სერიოზული შემთხვევა სწორედ ნავთობთანაა დაკავშირებული.
Tag Archive: ნავთობი
დეკ 12
საზღვაო-სატრანსპორტო საშუალება Prelude FLNG
გემი «Prelude FLNG», რომლის კორპუსის სიგრძე 488 მეტრს, ხოლო სიგანე 74 მეტრს შეადგენს, ნავთობმომპოვებელი კომპანია Shell-ის დაკვეთით ააგეს. ბუნებრივი აირის თხევად აირში გადამამუშავებელი მცურავი პლატფორმის სიგრძე ნიუ-იორკში მდგარ ცათამბჯენ Empire State Building-ის სიმაღლეს აჭარბებს. საბოლოო მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ეს გიგანტური საზღვაო ხომალდი ყველაზე დიდი მცურავი საშუალება იქნება, რომელიც ადამიანს კაციობრიობის ისტორიაში აუგია.
გემი «Prelude FLNG» ზღვის ფსკერიდან მოპოვებულ ბუნებრივ გაზს გადაამუშავებს თხევად გაზად, შემგდომ კი პირდაპირ ღია ზღვაში საზღვაო-სატრანსპორტო ტანკერებში გადატვირთავს მას. სრულად აღჭურვილი და დატვირთული გიგანტის წონა 661,400 ტონა იქნება. წლის განმავლობაში კი ეს მოცურავე ფაბრიკა 3,8 მილიონ ტონა ბუნებრივ გაზს გადაამუშავებს თხევად გაზად. გემზე განთავსებული რეზერვუარების საერთო ტევადობა შეადგენს 430 მილიონ ლიტრს, რაც მოცულობით 175 ოლიმპიური კლასის საცურაო აუზის ექვივალენტია.