loading...

Tag Archive: ნაკვალევი

დეკ 01

7 საუკუნის წინ გაუჩინარებული იდუმალი ტომი, რომელიც ამოუხსნელ უნარს ფლობდა

უგანდის დედაქალაქ კამპალაში, ლუზირის ბორცვზე განლაგებულ ციხეში პატიმრები საძირკვლის ქვეშ სარდაფს თხრიდნენ. ეს ამბავი თითქმის ერთი საუკუნის წინ ხდებოდა. ეს დავალება მათ ციხის ადმინისტრაციამ მისცა, რომელსაც დამხმარე სათავსოების მოწყობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მიწის თხრის დროს ერთი პატიმრის წერაქვი მოულოდნელად მკვრივ საგანს მოხვდა – ეს იყო ადამიანის თავის სკულპტურული გამოსახულება. Read the rest of this entry »

ნოე 18

კუევა-დე-ლას-მანოსი – ფერწერული ნამუშევრების პრეისტორიული ძეგლი

ძვ. წ. IX ათასწლეულით დათარიღებული ეს პრეისტორიული ფერწერული მონაპოვარი, გარკვეულწილად  ისტორიის საჩუქარია, რომელიც შემონახულია ჩვენ დრომდე. მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვა პირველყოფილი ნახატებიც აღმოაჩინეს, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოქვაბულად, სადაც წარსულის ნაკვალევია შემორჩენილი მაინც არგენტინაში არსებული მღვიმე „კუევა-დე-ლას-მანოსი“ ითვლება.

ხელების გამოქვაბული (ესპ. Cueva de las Manos) სწორედ ასე ეწოდება ამ უნიკალურ ადგილს. მეცნიერთა მტკიცებით აღნიშნული სურათები შექმნილია 13 000 – 9 500 ათასი წლის წინათ. ნახატების შექმნის ტექნიკა საკმაოდ მარტივი იყო: პირველყოფილი ადამიანები პირში იგუბებდნენ საღებავს და შემდგომ პატარა მილის საშუალებით ასხავდნენ კედელზე დადებული ხელის გარშემო. Read the rest of this entry »