loading...

Tag Archive: პლატონი

ოქტ 06

ირონია, მისი წარმოშობა, არსი და სახეები

ირონიის ისტორიული განვითარების ორი ეტაპი გამოიყოფა:

ძველი საბეძნეთიდან მე-18 საუკუნამდე (ე.წ. სოკრატისეული) და მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებულ ე.წ. რომანტიკულ ირონია. ნავას რუისი მიიჩნევს, რომ ირონიის რიტორიკულ და რომანტიკულ სახეს შორის არ არის წყვეტა, არამედ ისინი ერთმანეთს ამდიდრებენ და ავსებენ. მისი აზრით, სოკრატული ირონიის ფარგლებში, ირონიამ ოთხი სახის გამოხატულება მიიღო: ა) როგორც ენის ფიგურამ, რომლის არსიც მოტყუებაში მდგომარეობდა, ბ) როგორც ტროპმა, რომელიც მნიშვნელობის ცვლას გულისხმობდა; გ) როგორც ცხოვრებისა და მსჯელობის სტილმა, და დ) როგორც მოხერხებულობის ფორმამ, რომელიც უახლოვდებოდა ხუმრობას, მოხდენილობას, იუმორსა და სატირას. ამ სამისთვის საერთოს (შეპირისპირება გამოჩენასა და რეალობას შორის) საპირისპიროდ, შლეგელმა რიტორიკული მექანიზმის ტრანსცენდენტული გარდაქმნა განახორციელა, გარდაქმნა ის ეპისტემოლოგიურ და სამხატვრო ტექნიკის ინსტრუმენტად. მისმა შეხედულებებმა დიდი პოლემიკა გამოიწვია, რომლის ავტორებს შორის აღსანიშნავია ტიკი, ზოლგერი, მიულერი, ჰეგელი და კირკეგორი. მკვლევარი ფინლეი მიუთითებდა, რომ რომანტიკულმა ხელოვნებამ შეცვალა ტექსტის შექმნის დროს გამოყენებული ტრადიციული სემიოტიკური კოდები, რაც რომანტიკული ირონიის სახით გამოვლინდა. კერძოდ, უარყოფილი იქნა არსებობის აბსოლუტური ნორმა და იგი შეიცვალა ცვალებადი ნორმებით, რომლებიც დაკავშირებული გახდა ისეთ ურთიერთობებთან, როგორიცაა ავტორი/ტექსტი/კონტექსტი/მკითხველი. Read the rest of this entry »