ტაივანში ცისარტყელის ხანგრძლივობის ახალი რეკორდი დამყარდა. კულტურის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცაზე ცისარტყელა დააფიქსირეს, რომელიც დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იყო გამოსახული.
loading...
Tag Archive: რეკორდი
ივნ 26
ზებგერითი სისწრაფის ავტომობილი
ბრიტანული ჯგუფი – Bloodhound–ის დიზაინერებმა ქ. ბრისტოლში სპეციალური ღონისძიება მოაწყვეს, სადაც ხმელეთის ახალი რეკორდის დასამყარებლად შექმნილი ზებგერითი რეკორდული ავტომობილის კოკპიტის პრეზენტაცია ჩაატარეს. ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი – კოკპიტი პრესას ბრიტანელმა სამხედრო მფრინავმა და ხმელეთზე სიჩქარის რეკორდის ავტორმა – Andy Green-მა წარუდგინა, რომელმაც განაცხადა, რომ 2015 ან 2016 წ–ს იგი ამ რაკეტის მსგავსი აპარატით შეეცდება სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებას.