loading...

Tag Archive: სააკაშვილი

ოქტ 02

რემა ჟვანია: “ზურას მკვლელობაში სააკაშვილისთვის ძვირფასი ადამიანია გარეული”

რემა ჟვანია: "ზურას მკვლელობაში სააკაშვილისთვის ძვირფასი ადამიანია გარეული"“ფირს ნამდვილად ვერ ვნახავ, მაგრამ უნდა ვიცოდე, ვინ არის მკვლელი”

“თავისა და კეფის არეში, ასევე კისრიდან მუცლის ღრუს ჩათვლით,  ცხედარი გაჭრილი იყო”

გასულ კვირას, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დედამ, რემა ჟვანიამ, ზურაბ ჟვანიას ყოფილ თანაპარტიელებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა. “თქვენ არ შეასრულეთ ხალხის ნდობა, ღირსეულად მაინც წადით!” – უთხრა მან ხელისუფლებაში მყოფ ყველა იმ პირს, რომლებიც თავს ისევ ზურაბ ჟვანიას მეგობრებად მიიჩნევენ. წლებია, ქალბატონი რემა ჟურნალისტებთან შეხვედრას ერიდება. თუმცა, ამჯერად “კვირის პალიტრისთვის” გამონაკლისი დაუშვა. გთავაზობთ ზურაბ ჟვანიას დედასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც ის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებზე ლაპარაკობს. ქალბატონ რემას სწორედ მაშინ შევხვდით, როცა საზოგადოება ჟვანიას სიკვდილის გარემოებათა ამსახველი სკანდალური ვიდეოჩანაწერის მოლოდინში იყო (მედიაში გავრცელდა, რომ ჩანაწერს საზოგადოება უახლოეს ხანში ნახავს).  ქალბატონი რემა ამ დღეს ძალიან ღელავდა: Read the rest of this entry »

სექ 20

მთელი ქვეყანა შოკშია…

მთელი ქვეყანა შოკშია...“მიმიფურთხებია ყველა პრფესიისთვის რომელიც ადამიანობაზე წინ დგას!””როცა რიგითი პოლიციელი რამე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ათავისუფლებს პოსტიდან _ მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!”
მიხეილ სააკაშვილი.
ბათუმი. 2003 წელი

 

სასჯელაღსრულების სისიტემაში, კერძოდ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ მთელი ქვეყანა შოკშია…
ვერაფერს ახალს და უფრო ემოციურს ვერ ვიტყვი, ვერც დავწერ… ახლა ემოციებითა და ტანჯვით სავსეა უკლებლივ ყველა, ვინც ეს შემზარავი კადრები ნახა… ამჯერად მხოლოდ კითხვებს დავსვამ. Read the rest of this entry »