loading...

Tag Archive: სამყარო

იან 20

გასაოცარი და უცნობი ფაქტები გარემომცველი სამყაროს შესახებ

მიუხედავად იმისა, ახალგაზრდა ხართ თქვენ თუ ხანდაზმული, ქალი თუ მამაკაცი, გარემომცველ სამყაროში მუდამ იყო, არის და იქნება საგნები და მოვლენები, რომელთა არსებობაზე წარმოდგენაც კი არ გქონდათ. უბრალოდ ძნელია ყველაფერი იცოდე. Read the rest of this entry »

ოქტ 13

პირველად იყო… ნაწილაკი, რითაც შეიქმნა სამყარო

პირველად იყო... ნაწილაკი, რითაც შეიქმნა სამყარო

კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა

ცერნის ლაბორატორიამ ჰიგსის “ღვთიური” ნაწილაკი 40 წლის შემდეგ “გამოიჭირა”

სამყარო გამაოგნებელი კანონზომიერებით არის აწყობილი. ყოველივე კი ამ კანონზომიერების ნაწილია. მათ შორის ჩვენც, ადამიანებიც, ვინც ამ კანონზომიერების შესახებ თითქოს ვიცით, მაგრამ მაინც მუდამ სახტად გვტოვებს. არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს, – იპოვეს ნაწილაკი, რომელიც ყველას და ყველაფერს “აცოცხლებს”. თავშეკავებულმა მეცნიერებამ ამ ნაწილაკს პრაგმატული სახელი, ჰიგსის ბოზონი დაარქვა, მაგრამ ემოციურ ადამიანებს და, მათ შორის ჟურნალისტებს, ეს სახელი ზედმეტად მშრალად მოეჩვენათ და ნაწილაკს “ღვთიური” უწოდეს.  Read the rest of this entry »

აპრ 04

სტივენ ჰოკინგი: შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა?


გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით? Read the rest of this entry »

ნოე 25

სიცოცხლის ზონა პლანეტების სამყაროში

ციურ სხეულებს და მათ მოძრაობას აკვირდებოდნენ ანტიკურ ცივილიზაციებში და გროვდებოდა მონაცემები ციურ სხეულთა მოძრაობის შესახებ.

ციური სხეულების მოძრაობის მეცნიერული კვლევა-დაკვირვებების ახსნა დაიწყეს ძველმა ბერძნებმა. ძველ საბერძეთში ჩამოყალიბდა სამყაროს აგებულების სხვადასხვა მოდელი. მაგალითად, პითაგორელები თვლიდნენ, რომ სამყაროს ცენტრში მოთავსებულია ღვთიური ცეცხლი, რომლის გარშემო ბრუნავენ ციური სხეულები – დედამიწა და კონტრდედამიწა, მთვარე, მზე და ხუთი პლანეტა. კონტრდედამიწის ცნების შემოტანა პითაგორელებს დასჭირდათ იმიტომ, რომ ციურ სხეულთა რაოდენობა ათი ყოფილიყო. პითაგორელთა წარმოდგენით, ათი განსაკუთრებული (უნივერსალური) რიცხვი იყო. Read the rest of this entry »