“მიმიფურთხებია ყველა პრფესიისთვის რომელიც ადამიანობაზე წინ დგას!””როცა რიგითი პოლიციელი რამე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ათავისუფლებს პოსტიდან _ მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!”
მიხეილ სააკაშვილი.
ბათუმი. 2003 წელი
სასჯელაღსრულების სისიტემაში, კერძოდ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ მთელი ქვეყანა შოკშია…
ვერაფერს ახალს და უფრო ემოციურს ვერ ვიტყვი, ვერც დავწერ… ახლა ემოციებითა და ტანჯვით სავსეა უკლებლივ ყველა, ვინც ეს შემზარავი კადრები ნახა… ამჯერად მხოლოდ კითხვებს დავსვამ.