ინგლისში, მანჩესტერში უნიკალური უპილოტო საფრენი აპარატის სატესტო გამოცდა წარმატებით დასრულდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი დრონს თანამედროვე მოწყობილობის მსგავსი მექანიზმები არ გააჩნია, რაც მსგავსი ტიპის აპატარებს შორის გამოარჩევს.
Tag Archive: საფრენი აპარატი
ნოე 08
მწერის ზომების უპილოტო-ჯაშუში
მთელ მსოფლიოში ქვეყნების თავდაცვითი სტრუქტურები სულ უფრო ხშირად იყენებენ უპილოტო დაკვირვების აპარატებს. ეს აპარატები სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება, თუმცა ახალი უპილოტოს მსგავსი შედევრები, რომელიც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ლაბორატორიის ინჟინრებმა შექმნეს, ჯერჯერობით იშვიათად გვხვდება.
ლაბორატორიის Micro-Aviary მეცნიერებმა რაიტ-პატერსონის ავიაბაზაზე ულტრამინიატურული საფრენი აპარატი შექმნეს, რომელიც ჩვეულებრივი ნემსიყლაპიას ანალოგია, მანქანის ძირითადი ნაწილის ზომები ციფრული ჩიპის ზომისაა. ამ პატარა კორპუსში მათ მოათავსეს ძრავი, რომელზეც ნამდვილი ნემსიყლაპიას მსგავსი ორი ფრთა დაამაგრეს. პერსპექტივაში ინჟინრები მიკროსკოპული უპილოტო საფრენი აპარატის კორპუსში კიდევ პატარა კამერის მოთავსებასაც გეგმავენ, რომელიც რეალურ დროში ვიდეოს ტრანსლირებას მოახდენს.