loading...

Tag Archive: სერიალი

აპრ 18

სერიალები საქართველოში

“ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია”, “ერთ ქალზე მეოცნებე ორი მამაკაცი”, “ყველაზე ექსტრაგავანტური ექიმი მდიდარი სამედიცინო პრაქტიკით”, “დაკარგულებს უკანასკნელი გამოცდა ელით” – ეს ფრაზები ალბათ ბევრს ეცნო სხვადასხვა ტელეეთერიდან.

სერიალს საქართველოს და მთლიანად თანამედროვე მსოფლიოს კინო-ტელე ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

პირველი ტელენოველა 1930-იან წლებში ამერიკაში შეიქმნა და მას კომერციული დატვირთვა ჰქონდა. ტელე-რადიო კორპორაციების მიზანი იყო, ქალებისთვის სასიამოვნო და მარტივად აღსაქმელი სამყარო შეექმნათ. მათ საშუალება უნდა ჰქონოდათ, სერიალის ყურების პარალელურად საოჯახო საქმე ეკეთებინათ, შუალედებში კი, სარეცხი ფხვნილის რეკლამა ენახათ. სწორედ ამიტომ დაერქვა სერიალს – “საპნის ოპერა”. Read the rest of this entry »