ამერიკელი ხელოვანი ნებრასკადან სინდი ჩინი ფანქრისგან ულამაზეს მინიატურულ ქანდაკებებს ჰქმნის.
Tag Archive: სკულპტურა
იან 07
ყინულისა და თოვლის საიუბილეო ფესტივალი ჰარბინში
5 იანვრიდან ჩინეთის ქალაქ ჰარბინში სტარტს იღებს რიგით 30–ე ჰარბინის ყინულისა და თოვლის საერთაშორისო ფესტივალი. გიგანტური სკულპტურების შექმნით 10 ათას ადამიანზე მეტია დაკავებული. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ სახელოვნებო გუნდები ჩინეთიდან, რუსეთიდან, ფინეთიდან, კანადიდან, მალაიზიიდან, სინგაპურიდან და სხვა ქვეყნებიდან. ფესტივალისთვის საჭირო მასალას მდინარე სუნგარიზე მოიპოვებენ.
ნოე 27
12 მეტრიანი ხის სკულპტურა
ჩვენს დროში ხეზე კვეთა სულ უფრო და უფრო პოპულაროლი ხდება. ეს გრანდიოზული ხის სკულპტურა შექმნილია ჩინელი ხელოვანის ხეზე კვეთის დარგში, ჩჟენ ჩუნჰუის (Zheng Chunhui) მიერ. ჩჟენის თქმით, სკულპტურის შექმნის პროცესი დაახლოებით 4 წელიწადი გრძელდებოდა. ეს ულამაზესი ნამუშევარი გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხის სკულპტურა.
აღნიშნული შედევრის დეტალიზაცია და შესრულების სირთულე დამთვალიერებელთა აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს. რაც შეეხება მის გაბარიტებს, იგი 12 მეტრზე მეტი სიგრძის, 3 მეტრზე მეტი სიმაღლის და 2,4 მეტრი სიგანისაა. ეს უნიკალური ნამუშევარი ჩინეთის Palace Museum–შია გამოფენილი.