loading...

Tag Archive: ტანკი

სექ 11

7 უჩვეულო იარაღი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიგონეს

ომი საშინელებაა – ეს ფაქტი არავისთვისაა საკამათო. თუმცა მეორე მხრივ, სწორედ საომარი სიტუაცია იძლევა წარმოების განვითარებისთვის ყველაზე ძლიერ ბიძგს. ომის წლებში განსაკუთრებით ძლიერდება ახალი მედიკამენტების, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებების შექმნაზე მუშაობა. Read the rest of this entry »

ნოე 08

ევროპელებმა უხილავი ტანკი შექმნეს

რა თქმა უნდა, ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ფოლადის უზარმაზარი სტრუქტურა, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია.

ბრიტანული სამხედრო-სამრეწველო სფეროს გიგანტმა “BAE სისტემზმა” შეიმუშავა ტანკის გარე ფენა, რომელსაც ღამის ხედვის სისტემის ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმა შეუძლია და ამგვარად, ტანკს ამ სისტემისთვის უხილავს ხდის. ახალ ტექნოლოგიას “ადაპტივ” შეარქვეს და ის საზოგადოებას პირველად ლონდონში, სექტემბრის ბოლოს, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე წარუდგინეს.

დამცავი ფენა, რომელსაც ღამის ხედვის დანადგარებისთვის ტანკის შეუმჩნევლად დატოვება შეუძლია, აქტიური სტრუქტურაა, რომელიც ასეულობით ექვსკუთხა უჯრედისგან შედგება. სისტემას ელექტრონიკა მართავს, რომლის ბრძანებითაც უჯრედები სწრაფად იცვლიან ტემპერატურას. Read the rest of this entry »