loading...

Tag Archive: “ტიტანიკი”

ნოე 22

ტიტანიკი – უცნობი ფაქტები ცნობილ გემზე

1912 წელს, როდესაც ზღვაში შეცურდა იმ დროის ყველაზე დიდი გემი – სამგზავრო ლაინერი „ტიტანიკი“, გემთმშენებელმა მას „პრაქტიკულად ჩაუძირავი“ უწოდა, თუმცა მისი პირველი მარშრუტის (საუთჰემფტონი-ნიუ-იორკი) შესრულების მეხუთე დღეს გემი აისბერგს შეეჯახა და 3 საათის შემდეგ ჩაიძირა. ტიტანიკზე მყოფი 2229 ადამიანიდან მხოლოდ 713 ის გადარჩენა მოხერხდა. მას შემდეგ ამ ამბავთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება, ისტორია  და მტკიცება  არსებობს.

ზღვაში შესვლის პირველი წარუმატებლობა

ტიტანიკის ზღვაში შეშვების დამსწრენი ტრაგედიის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ იგი კატასტროფისთვის თავიდანვე განწირული იყო, ვინაიდან დაირღვა ტრადიცია – გემის პირველი გამგაზვრებისას მის წინა ნაწილზე შამპანურის ბოთლი არ დაუმტვრევიათ. შესაძლებელია ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ხომალდის მეპატრონეები ცრუმორწმუნეები არ იყვნენ ან სურდათ განემტკიცებინათ ჩაუძირავი გემის იმიჯის ფაქტორი. დაზუსტებით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

აგრეთვე ფაქტია, როდესაც ტიტანიკმა საუთჰემფტონის პორტი დატოვა საზღვაო-საავარიო სიტუაცია შეექმნა, ამერიკულ ლაინერ „ნიუ-იორკთან“.  შეჯახების თავიდან აცილება სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უკანასკნელ წუთს მოხერხდა. Read the rest of this entry »

მარ 11

აისბერგს «ტიტანიკის» ჩაძირვაში მთვარე და მზეც «ეხმარებოდა»

ჟურნალში Sky and Telescope გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1912 წელს ატლანტიკაში ანომალიურად დიდი რაოდენობით აისბერგების გაჩენის მიზეზი, რომელთაგან ერთ-ერთი «ტიტანიკის» დაღუპვის მიზეზი გახდა, დიდი ალბათობით შეიძლება ყოფილიყო მზის, დედამიწისა და მთვარის განსაკუთრებული ურთიერთმდებარეობა.

Read the rest of this entry »