loading...

Tag Archive: უფალი

აპრ 18

წითელი პარასკევი – იესო ქრისტეს წმიდა ვნებათა ხსენება

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. Read the rest of this entry »

დეკ 19

სანსარას ბორბალი

– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– არც კი ვიცი რა გითხრა ღმერთო… როდესაც ცოცხალი ვიყავი კარგად ვგრძნობდი თავს. ვიპარავდი, ვძარცვავდი. ფული ყოველთვის მქონდა. ვცხოვრობდი მხიარულად და უზრუნველად, სანამ ადამიანებმა არ დამიჭირეს და ჩამომახრჩვეს. აი ახლა ვფიქრობ – ალბათ არასწორად ვცხოვრობდი და ვისურვებდი გამოსწორებას. უფალო არ დამსაჯო, მე არაფერში ვარ დამნაშავე, შენ თავად მიბოძე ასეთი ცხოვრება.
– მე არ დაგსჯი. მითხარი, ვინ გინდა იყო სხვა ცხოვრებაში?
– გამაჩინე უბრალო ადამიანად, რათა შევძლო საკუთარი შრომით საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა.
– იყოს ისე როგორ გსურს. Read the rest of this entry »