loading...

Tag Archive: ფეხები

ნოე 13

ლამაზი ფეხები რომ გვქონდეს

როგორც ცნობილია, მამაკაცი ქალის გაცნობისას პირველ რიგში ფეხებს აქცევს ყურადღებას. როგორია ფეხის ოპტიმალური სიგრძე? ნორმალურ სიგრძედ მიიჩნევა სიმაღლის ნახევარს მიმატებული 3-8 სმ. სიმაღლის ნახევარზე ნაკლები სიგრძის ფეხები მოკლეა, სიმაღლის ნახევარს პლუს 9 სმ-ზე მეტი – გრძელი. ფსიქოლოგების აზრით, გრძელფეხება ქალები რომანტიკულნი, ზედმეტად მგრძნობიარენი და მეოცნებენი არიან, მოკლეფეხება ქალები კი მიწაზე მყარად დგანან, იოლად უმკლავდებიან ყოველდღიურ პრობლემებს, არიან პრინციპულები. ესთეტიკური ქირურგიის სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ მთავარი ფეხის სიგრძე კი არა, პროპორციები და ფორმაა.

როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან
სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის 20-50%-ს ადრე თუ გვიან ვარიკოზული დაავადების ნიშნები გამოაჩნდება. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების უმოძრაო წესის გამო ვარიკოზი მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუმცა არც მედიცინა დგას ერთ ადგილზე – არსებობს მრავალი ეფექტური მეთოდი ამ სენთან საბრძოლველად. მთავარია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა, რომლებიც დაგვეხმარება, თავი გავართვათ პრობლემებს და თავიდან ავიცილოთ პოტენციური გართულებები.
წესი #1. გახსოვდეთ რისკის ფაქტორები
როგორც მრავალი სხვა დაავადების შემთხვევაში, ვარიკოზის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას. თუ დაავადებას ადრეულ სტადიაშივე გამოვავლენთ, მასთან გამკლავება საგრძნობლად გაგვიადვილდება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვინც რისკის ჯგუფში შედიან. Read the rest of this entry »