loading...

Tag Archive: ფრჩხილები

მაი 17

ფრჩხილები და ქალის ხასიათი


ძირში დაჭრილი ფრჩხილები გამჭვირვალე ლაქით ან ულაქოდ,პრაგმატული და პრაქტიკული ქალია, მკაცრი მოთხოვნებით როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე გარშემომყოფების მიმართაც. გარეგნული სიმშვიდის მიღმა ხშირად იმალება გულცივობა, წყენა, და მძიმე ხასიათი. როგორც წესი ასეთ ქალბატონს სჯობს, არ აწყენინოთ, ის ყოველთვის იპოვის გამოსავალს, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. თქვენ კი გვარიანად დაზარალდებით.

საშუალო ზომის ფრჩხილები, ღია ფერის ლაქით: ინტელიგენტი ქალი, კარგი გემოვნებით და დახვეწილი მანერებით. როგორც წესი ასეთი ტიპის ქალი საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას, ხმა აიმაღლოს გარშემომყოფებზე და იბნევა, როცა ეჩხუბებიან. არ იზიდავს ხალხმრავალი წვეულებები, აფასებს ოჯახურ სიმყუდროვეს და ეჩვევა საკუთარ ნივთებს. ასეთ ქალთან მამაკაცისთვის სასიამოვნოა საუბარი ხელოვნებაზე, შეუძლია მასთან ერთად წავიდეს თეატრში, მაგრამ მამაკაცის გულახდილი მინიშნება სექსზე შეიძლება სწორად ვერ აღიქვას. ამ ტიპის ქალი არასდროს არ არის ინტიმურ საკითხებში ბოლომდე გულახდილი. მისი მეგობრების რაოდენობაც საკმაოდ შეზღუდულია და წლობით გამოცდილი. სამსახურშიც ნეიტრალურია, ცდილობს, ერთნაირად მოექცეს თითოეულ თანამშრომელს და გამოირჩევა იდეალური სიმშვიდით. Read the rest of this entry »