ვალენტინობის დღე ტაილანდის ხელისუფლებამ ქალბატონებს განსაკუთრებულად მიულოცა. ამ დღესთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვიტა 20-დან 34 წლამდე ასაკის ქალბატონებისათვის დაერიგებინა ვიტამინები.
Tag Archive: ფული
თებ 28
ქართული ფულის ისტორია
იცით საიდან მოდის ქართული ფულის შექმნის ისტორია? მონეტის მოჭრა ძირითადად სახელმწიფოს უფლებამოსილებაა. მონეტა არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, რასაც სახელმწიფო სამონეტო რეგალია ეწოდება. ხელისუფლების ინტერესების, დროისა და პირობების შესაბამისად იცვლებოდა მონეტის გარეგნული მხარე – ზედ აღბეჭდილი მეფეებისა სახელები, წარწერათა შინაარსი, მონეტების ფორმები. საქართველოში არ არის კუთხე, სადაც შემონახული არ იყოს შორაეული წარსულის ნუმიზმატიკური ძეგლი – სხვადასხვა ლითონისაგან დამზადებული მონეტები. მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე საქართველო იყო კულტურული და ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილე. ქართული მონეტები კი ზუსტად ასახავენ ჩვენი ქვეყნის წარსულს. ფულის გაჩენამდე ფულის ნიშნების მაგივრად იყენებდნენ სხვადასხვა საგანს – სამეურნეო ან საბრძოლო იარაღს, ტყავ-ბეწვეულს, პირუტყვს, ლითონის ზოდებს.
მსოფლიოში პირველი ფული გაჩნდა ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნეში კუნძულ ეგინაზე (ეგეოსის ზღვა), სადაც ვერცხლის მონეტები მოჭრეს. ფასეულობის ეს საზომი სწრაფად გავრცელდა იმდროინდელ კულტურულ ქვეყნებში. საქართველოში, კერძოდ, ძველ კოლხეთში, ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში უკვე მიმოქცევაში იყო ვერცხლის მონეტა “კოლხური თეთრი”, რომელიც მსოფლიოს უძველეს მონეტებს მიეკუთვნება. საქართველოში აღმოჩენილი მონეტების თანმიმდევრული ცვალებადობა ზუსტად ასახავს ქვეყანაში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს. ქართული მონეტების მიმოქცევის 26 საუკუნოვან პერიოდში ფული იცვლებოდა გარეგნულად, იცვლებოდა წარწერები მათზე და თვითონ ლითონიც. ზოგჯერ მოჭრილ ფულზე უცხო სიუჟეტები და უცხოური წარწერები ჩნდებოდა. ეს ნაკარნახევი იყო პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზნებით. ქართულწარწერიანი მონეტები მცირე რაოდენობით იჭრებოდა. გაცილებით მეტია ორენოვანი მონეტები – ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-სპარსული.
მაი 15
ბავშვი და ფული
გარკვეულ ასაკამდე ბავშვისთვის ფულის ძირითადი დანიშნულება უცნობია და გაუგებარიც. ის, რომ ფული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო რამ არის, ბავშვმა მშობლისგან უნდა გაიგოს, რათა ფულისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. ამისთვის კი საჭიროა, თვით მშობლებს ჰქონდეთ ამ აუცილებელი ატრიბუტისადმი სწორი მიდგომა. როგორც დაკვირვებები გვიჩვენებს, ბავშვების უმეტესობა შემდგომში სწორედ ისე ეპყრობა ფულს, როგორც მათ ოჯახებში იყო მიღებული.
სასურველია, თუ ბავშვს არ ჩავუნერგავთ აზრს ფულის ყოვლისშემძლეობაზე, რათა ის მასზე გამუდმებულ ფიქრს არ შეეჩვიოს.