loading...

Tag Archive: ქალები

მარ 08

გილოცავთ 8 მარტს!

 „საბჭოთა ქალებო, დაე, 8 მარტი ქცეულიყოს ბინძური კაპიტალისტების დამარცხების დღედ. წინ კომუნიზმისკენ!” – 1922 წელს, ამხანაგმა ფილიპე მახარაძემ ქალებს დღესასწაული ასე მიულოცა. წითელი რევოლუციონერების საამაყო თარიღი, თანამედროვე საქართველოს კალენდარში ქალთა საერთაშორისო დღედ არის მონიშნული და უქმეა. მართალია, ქართველებმა ფილიპე მახარაძის გვამი პანთეონიდან გადმოაგდეს და 8 მარტსაც მდედრობითი სქესისთვის საჩუქრების მისართმევად იყენებენ, მაგრამ ამით დღესასწაულის არსი არ იცვლება. არ იცვლება იმიტომ, რომ 8 მარტი, როგორც 1927 წლის გაზეთ კომუნისტში რეზინის საქსოვი ქარხნის დამკვრელი მუშა, ქალბატონი ნინა ბაკურაძე წერდა, „კომუნისტური მსოფლიოს დღესასწაულია. დღე, რომელიც ლენინმა აჩუქა მშრომელ ქალებს!”  ჩვენთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღეს ისვენებს – ანგოლა, ბელარუსი, კამბოჯა, კუბა, ერიტრეა, გვინეა-ბისაუ, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მაკედონია, მოლდოვა, მოზამბიკი, ნეპალი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ტუნისი, უგანდა, უზბეკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. „ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევების” დღეს ოფიციალურად არ აღნიშნავენ არც პოსტსაბჭოთა პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში და არც შვედეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთსა და დანიაში, სადაც ფემინისტებმა საკუთარი სურვილები ყველაზე მეტად განახორციელეს.  დღესასწაულის წარმოშობის ისტორიას ხშირად ამერიკელ მუშა ქალებს მიაწერენ. ამბობენ, რომ 1857 წლის 8 მარტს, ნიუ იორკში, ქსოვილის ფაბრიკაში მომუშავე ქალები 12-საათიანი სამუშაო დღის, მცირე ხელფასისა და მზარდი სამუშაო დატვირთვის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრანტები პოლიციამ სასტიკად დაარბია, ბევრი მათგანი დააკავა, ზოგიერთი შეტაკებისას გარდაიცვალა. Read the rest of this entry »