loading...

Tag Archive: ქერტლი

აპრ 20

ქერტლი თურმე მიკროორგანიზმია

ქერტლი თურმე მიკროორგანიზმიაქერტლის თეთრი ფანტელები თავის კანის დაავადებაა, რომელიც იწვევს კანის ქავილს, ადამიანს აგდებს უხერხულ მდგომარეობაში… ეს პრობლემა დღეს ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. ექიმების აზრით, ქერტლის წარმოქმნის მთავარი მიზეზია მიკროორგანიზმი სოკო, რომელიც თავის კანზე ბინადრობს.ნორმის ფარგლებში ის ზოგიერთ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს, მაგალითად, მონაწილეობს კანის უჯრედების განახლებაში, მაგრამ არასასურველი ფაქტორების დროს (მუდმივი სტრესები, გადაცივება, გადახურება, ქრონიკული დაღლილობა, დაქვეითებული იმუნიტეტი, არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებები, ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა, ჰორმონული დარღვევები) იწყებს გამრავლებას, იწვევს ანთებით რეაქციებს:

ქერტლი არის მშრალი და ცხიმიანი. მშრალი სებორეის დროს, კანი შრება, იქერცლება, ქერტლი ადვილად სცილდება კანს და იფანტება. მშრალი ქერტლი განსაკუთრებით ზამთარში ჩნდება, რადგან ამ დროს ვიღებთ ნაკლებ სითხეს, ბინაში კი ჰაერს გამათბობელი აშრობს. ცხიმის ჭარბად გამოყოფისას (ცხიმიანი სებორეა) თავის კანი ცხიმიანდება და იფარება მოყვითალო ფერის მსხვილი ქიცვით (ქერცლი), ერთმანეთს ეწებება და ძნელად შორდება კანს. ამ დროს თმა ცხიმიანდება, ბზინავს, იწყება ქავილი.
ქერტლის მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ კომპლექსურად, პირველ რიგში მიმართეთ დერმატოლოგს ან ტრიქოლოგს, რომელიც შეგირჩევთ სპეციალურ შამპუნს (სამედიცინოს და არა კოსმეტიკურს) სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტებით (თუთია, კუპრი, სელენა). სამკურნალო შამპუნები არა მარტო ასუფთავებს კანს, არამედ სპობს ქერტლის მაპროვოცირებელ სოკოს, კურნავს კანის ანთებას და გაღიზიანებას, არეგულირებს ცხიმის ჯირკვლების მუშაობას. სამკურნალო შამპუნი უნდა იხმაროთ კვირაში 1-2-ჯერ, თუ საჭიროა თმის ხშირად დაბანა, გამოიყენეთ ჩვეულებრივი კოსმეტიკური შამპუნი. მკურნალობის კურსია 1-1,5 თვე. ასევე ექიმის რჩევით, შეიძლება იხმაროთ კორტიკოსტეროიდების შემცველი გელები და ლოსიონები. Read the rest of this entry »

ოქტ 22

ქერტლი: როგორ ვებრძოლოთ?


სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლამ იცის, რა არის ქერ­ტლი. ქერ­ტლი სკალ­პის კა­ნის მკვდა­რი უჯ­რე­დე­ბის აქერ­ცვლის უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი ფორ­მაა. ჩვე­უ­ლებ­რივ, სკალ­პი მკვდარ უჯ­რე­დებს იცი­ლებს 28 დღე­ში ერ­თხელ. რო­დე­საც კა­ნის აქერ­ცვლა ხდე­ბა 4-5 დღე­ში ერ­თხელ, ეს უკ­ვე პრობ­ლე­მაა. Read the rest of this entry »