loading...

Tag Archive: შემოქმედება

ოქტ 06

Bordalo II – როგორ გადავაქციოთ ნაგავი ხელოვნების ნიმუშად

მხატვარი შემოქმედებითი პროცესის დაწყებისას ადგენს გეგმას და მონახაზს. პორტუგალიელი Bordalo II თავის საყვარელ საქმეს იწყებს მიტოვებულ ქარხნებში ან ნაგავსაყრელებზე სიარულით და ამ ადგილებში საკუთარი შემოქმედებისათვის საჭირო ნივთების მოძიება-მოგროვებით. Read the rest of this entry »

აგვ 09

ცაო ჰუეი (Cao Hui) – შემოქმედება

 

სიახლეში წარმოდგენილია ცნობილი ჩინელი ხელოვანის ცაო ჰუეის სკულპტურები. ცაომ 1991 წელს დაამთავრა ჩინეთის ხელოვნების აკადემია და განახორციელა პროექტი, რომელიც ცხოველების არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ იყო მიმართული. Read the rest of this entry »

მაი 01

ლუკას ჰოლასი (Lukas Holas) – ცხოველთა პორტრეტები

სიახლეში წარმოდგენილია ჩეხი ფოტოგრაფის ლუკას ჰოლასის (Lukas Holas) ფოტონამუშევრები სახელწოდებით “ცხოველთა პორტრეტები”. Read the rest of this entry »

დეკ 20

სამგანზომილებიანი ნახატები რამონ ბრუინისგან (Ramon Bruin)

სამგნზომილებიანი ნახატების შექმნით დღეს უამრავი თანამედროვე მხატვარია შეპყრობილი, თავად ნახატის შექმნის პროცესი საკმაოდ რთული და ამავდროულად საინტერესოა. დღეს ჩვენი საიტის მომხმარებლებს გთავაზობთ ჰოლანდიელი მხატვრის რამონ ბრუინის (Ramon Bruin) ნამუშევრებს.

რამონი ფანქრის, მელნისა და საღებავების გამოყენებით პირადპირ აცოცხლებს 3D–ნახატებს. 32 წლის მხატვარი ცნობილია, არამარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ ნიდერლანდების საზღვრებს გარეთაც. Read the rest of this entry »

დეკ 09

მამისა და შვილების ერთობლივი შემოქმედება

ბლოგ სერვის reddit-ის მომხმარებელმა ნიკით Tatsputin-მა საკუთარ გვერდზე ნახატების კოლექცია ატვირთა, რომელთაც საკმაოდ სასიამოვნო ისტორია აქვს – ეს გახლავთ მამისა და შვილების ერთობლივი შემოქმედების ნაყოფი. ყოველ თვეს მშობელს მივლინებაში უწევს წასვლა, Tatsputin-მა თავად განმარტა თუ რითია დაკავებული 3 საათიანი მოსაწყენი ფრენის დროს.

„ყოველთვე სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ქალაქიდან 10 დღით მივფრინავ. შვილები თავიანთ ნახატებს მაძლევენ, მე კი მათ თვითმფრინავით მგზავრობისას ვაფერადებ, როდესაც ვბრუნდები ბავშვებს ვაჩვენებ თუ რა გამომივიდა. არაფერი განსაკუთრებული. თუმცა შვილებს ისინი მოსწონთ. ჩემ ცოლსაც სურს, რომ კვლავაც გავაგრძელო აღნიშნული შემოქმედება.“

ალბომი სულ რამდენიმე დღეა რაც არსებობს, მაგრამ იგი დაახლოებით 200 000 ადამიანმა იხილა და საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოიპოვა მთელს ინტერნეტრ სივრცეში. Read the rest of this entry »