ყოველდღიურად National Geographic-ის რედაქციაში ათასობით ფოტოსურათი იგზავნება ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეებიდან. ათასობით ფოტოგრაფი ელის სასურველ დროს სულისშემზვრელი ფოტოს დასაფიქსირებლად.
Tag Archive: ცხოველთა სამყარო
თებ 27
რატომ სჭირდებათ ზებრებს ზოლები
სწავლულებმა გამოარკვიეს, სინამდვილეში რატომ აქვთ ზებრებს მათთვის დამახასიათებელი შეფერილობა.აღმოჩნდა, რომ შავ-თეთრი ზოლები ნაკლებად იზიდავს მწერებს. ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად სწავლულებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი სამ ჩვეულებრივ ცხენზე. პირველი ცხენი შეღებეს შავად, მეორე – თეთრად, ხოლო მესამე – ზებრის მსგავსად. ყველა მათგანი დაფარული იყო სპეციალური წებოვანი სითხით. შედეგად ყველაზე ნაკლები მწერი აღმოაჩინეს შავ-თეთრზოლებიანი ცხენის ტანზე.
იან 25
ცხოველთა ნაშიერები დაბადებამდე რამოდენიმე დღით ადრე
National Geographic–მა დოკუმენტური ფილმისათვის გადაიღო ცხოველთა თითქმის სრულყოფილად ფორმირებული ემბრიონები. ეს გახლავთ ცხოველთა დაბადებამდე გადაღებული ერთ–ერთი საუკეთესო ხარისხის ფოტოსურათები, რომელთა ხილვაც აქამდე ადამიანმა შეძლო.
გადაღებული ფოტომასალიდან ჩანს, რომ დაბადებამდე ცხოველთა ნაშიერებს მშობლების მსგავსად ჩამოყალიბებული აქვთ სხეულის თითქმის ყველა ნაწილი.