პეტერბურგში, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომში მონაწილე გმირი ცხოველების ბარათები გამოუშვეს. სერია შედგება 4 ბარათისგან, რომლებიც შესრულებულია შავ-თეთრ ფერებში.
Tag Archive: ცხოველი
თებ 27
რატომ სჭირდებათ ზებრებს ზოლები
სწავლულებმა გამოარკვიეს, სინამდვილეში რატომ აქვთ ზებრებს მათთვის დამახასიათებელი შეფერილობა.აღმოჩნდა, რომ შავ-თეთრი ზოლები ნაკლებად იზიდავს მწერებს. ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად სწავლულებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი სამ ჩვეულებრივ ცხენზე. პირველი ცხენი შეღებეს შავად, მეორე – თეთრად, ხოლო მესამე – ზებრის მსგავსად. ყველა მათგანი დაფარული იყო სპეციალური წებოვანი სითხით. შედეგად ყველაზე ნაკლები მწერი აღმოაჩინეს შავ-თეთრზოლებიანი ცხენის ტანზე.
დეკ 11
ყველაზე პატარა ჩლიქოსანი
აზიური ირმები (Tragulus) – ჩლიქოსან ძუძუმწოვართა ოჯახს განეკუთვნებიან.
ამ ყველაზე პატარა ჩლიქოსნების სხეულის სიგრძე 40–დან 75 სანტიმეტრამდე მერყეობს, წონა 0,7–დან 8 კილოგრამამდე. ბეწვის შეფერილობა ღია ან მუქია. ისინი ურქო ირემთა სახეობას განეკუთვნებიან. ბინადრობენ სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში. აქტიურები არიან ღამით. ტყეში ცხოვრობენ დაფარულად და უმეტეს შემთხვევაში უჩნდებათ ორი ნაშიერი.
წყლის ირმის მსგავსად, აზიური ირმებიც საკმაოდ კარგი მცურავები და მყვინთავები არიან. თუმცა ისინი ცხოვრებას მშრალ ადგილებში ამჯობინებენ. აგრეთვე წყლის ირმებისგან განსხვავებით მტრის თავდასხმისგან სხვაგვარად იცავენ თავს. საფრთხის დროს ეს პატარა ცხოველები ცდილობენ სადმე შეძრომას, დამალვას, მაგრამ თუკი ეს არ გამოუვიდათ მაშინათვე იწყებენ მტრისათვის წინააღმდეგობით გაწევას: საკუთარი ბასრი ეშვების მეშვეობით, რომლებიც ზედა ყბაზე აქვს განლაგებული, მათ შეუძლიათ საკმაოდ მტკივნეულად უკბინონ მტაცებელსაც და ადამიანსაც.
ნოე 29
ყველაზე ძვირადღირებული წინდები
მამაკაცებისათვის ერთ–ერთ ყველაზე უბრალო საჩუქრად წინდები ითვლება. თუმცა გერმანული კომპანიის ახალი ნაწარმი – ყავისფერი წინდები, რომელთა ფასიც დაახლოებით 1200 დოლარია ვერანაირად ვერ ჩაითვლება რიგით საჩუქრად. ტანისამოსის ეს პროდუქტი კომპანიამ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა – სულ 10 წყვილი.
ეს კოლოსალური ფასი, იმ მატერიისგან მომდინარეობს რომლისგანაც იგი შედგება. წინდები დამზადებულია მსოფლიოში ყველაზე ძვირი და იშვიათი ბეწვისაგან – ვიკუნიას ბეწვისაგან.
ვიკუნია – ეს გახლავთ ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთა ოჯახიდან, მას მოიხსენიებენ ლამას და ალპაკას შორეულ ნათესავებადაც. ეს უნიკალური ცხოველები ბინადრობენ ანდებში 3500–დან 5500 მეტრ სიმაღლეზე და დაცულნი არიანი სპეციალური პროგრამით, აქედან გამომდინარე მათი ბეწვის მოპოვება საკმაოდ რთულია.