loading...

Tag Archive: წარსული

ნოე 18

კუევა-დე-ლას-მანოსი – ფერწერული ნამუშევრების პრეისტორიული ძეგლი

ძვ. წ. IX ათასწლეულით დათარიღებული ეს პრეისტორიული ფერწერული მონაპოვარი, გარკვეულწილად  ისტორიის საჩუქარია, რომელიც შემონახულია ჩვენ დრომდე. მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვა პირველყოფილი ნახატებიც აღმოაჩინეს, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოქვაბულად, სადაც წარსულის ნაკვალევია შემორჩენილი მაინც არგენტინაში არსებული მღვიმე „კუევა-დე-ლას-მანოსი“ ითვლება.

ხელების გამოქვაბული (ესპ. Cueva de las Manos) სწორედ ასე ეწოდება ამ უნიკალურ ადგილს. მეცნიერთა მტკიცებით აღნიშნული სურათები შექმნილია 13 000 – 9 500 ათასი წლის წინათ. ნახატების შექმნის ტექნიკა საკმაოდ მარტივი იყო: პირველყოფილი ადამიანები პირში იგუბებდნენ საღებავს და შემდგომ პატარა მილის საშუალებით ასხავდნენ კედელზე დადებული ხელის გარშემო. Read the rest of this entry »

იან 29

მოგზაურობა წარსულში

ყოველი ახალი აღმოჩენის შემდეგ ჩვენი სამყარო თითქოს კიდევ უფრო დიდი და რთული ხდება. რაც უფრო წინ მიდის კაცობრიობა მით უფრო შორს ვიხედებით ჩვენს მომავალში. მომავლისკენ დაუსრულებელ მოძრაობაში, წარსულის შესახებაც უფრო მეტს შევიმეცნებთ. მაგალითად, სულ რაღაც ასი წლის წინათ, ჩვენი ცოდნა, გარდასულ დღეთა შესახებ, გრანდიოზულ ნაგებობათა ნანგრევებით და ნახევრად მითოლოგიზირებული ისტორიებით  შემოიფარგლებოდა. ამასთანავე, თითქმის არაფერი ვიცოდით პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების შესახებ. Read the rest of this entry »