loading...

Tag Archive: წონა

სექ 23

პროდუქტები ორგანიზმში კალორიების დასაწვავად

მათ ვინც სხეულის წონის კლებითაა დაინტერესებული, კალორიების ზღვრული ნორმის მიღება ესაჭიროებათ. თუმცა არსებობს პროდუქტთა ნაირსახეობა, რომელთა მიღება ორგანიზმში კალორიათა აქტიურ წვას უწყობს ხელს. ჰოდა, ჩვენც რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას: Read the rest of this entry »

მაი 28

ერთ-ერთი ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანი გარდაიცვალა

ორშაბათს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა მექსიკელი – Manuel Uribe, ვინაც 2006 წლის გინესის წიგნის რეკორდსმენი იყო, როგორც მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ადამიანი. მედიკოსთა განცხადებით, სიკვდილის მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა. Read the rest of this entry »

მაი 25

ჭარბი წონა ჯანმრთელობაა?

წონა და მისი დინამიკა ბავშვის ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების მაჩვენებელია. ამაზე საუბარი ჩვენში მით უფრო აქტუალურია, რომ ჯანმრთელად ხშირად მხოლოდ ლოყებღაჟღაჟა, ჩაპუტკუნებულ-ჩამრგვალებულ ბავშვებს მიიჩნევენ. რას ფიქრობს ამაზე მედიცინა? გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე.
– დედები თუ ბებიები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოკვებონ თავიანთი პატარა. ბავშვი წონას რომ იმატებს, ოჯახში ყველას უხარია, მაგრამ ეს როდია ჯანმრთელობის კრიტერიუმი. ჭარბწონიანობა დღეს მსოფლიო პრობლემად იქცა და მასთან ბრძოლა უკვე ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. ჭარბ წონას მრავალი უსიამოვნება მოაქვს, მათ შორის – შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

– როგორია წონის მატების ასაკობრივი ნორმები?
– დაბადების მასას (საშუალოდ, იგი 3500 გრამია) ბავშვი, ჩვეულებრივ 4-4,5 თვის ასაკში აორმაგებს, ერთი წლის ასაკში კი ასამმაგებს. მომდევნო წლებში წონის წლიური მატება დაახლოებით 2 კგ-ს შეადგენს. პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკში ყოველწლიურმა ნამატმა შეიძლება 5-8 კგ-საც კი მიაღწიოს.  6-7 წლისათვის ერთი წლის ასაკში არსებული წონა ორმაგდება, 11-12 წლის ასაკში კი ოთხმაგდება. ნორმალური წონის სქემატური გამოთვლისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ფორმულა ასეთია: Read the rest of this entry »

იან 29

მსოფლიოში ყველაზე მსუქანმა ბავშვა 140 კგ. დაიკლო

Самый толстый ребенок в мире похудел на 140 кг

ჩიკაგოელი ჯესიკა ლეონარდი 2007 წელს მსოფლიოში ყველაზე მსუქან ბავშვად აღიარეს. მაშინ ის 7 წლის იყო და 222 კილოგრამს იწონიდა. გოგონას წონის გამო სიარული არ შეეძლო, მაგრამ ჭამას თითქმის შეუჩერებლად მაინც განაგრძობდა. Read the rest of this entry »