loading...

Tag Archive: ხანა

სექ 28

მეცნიერება და სამყარო ანტიკურ ხანაში

არისტოტელე მიიჩნევდა, რომ თალესი იყო ბუნებისმეტყველების ფუძემდებელი.

თალესმა, სავარაუდოდ, იმოგზაურა ბაბილონსა და ეგვიპტეში. ასევე სავარაუდოა, რომ ის იცნობდა ამ ცივილიზაციებში დაგროვილ ცოდნას ბუნებრივ მოვლენებზე. თალესის მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო ძველ საბერძნეთში ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბება. თალესმა საფუძველი დაუდო მილეთურ ფილოსოფიის სკოლას. ძველ საბერძნეთში ბუნებისმეტყველებისადმი ჩამოყალიბდა მეცნიერული მიდგომის საფუძველი. კერძოდ, ძველი ბერძნები ახდენდნენ დაკვირვებული მოვლენების სისტემატიზაციას, ცდილობდნენ დაედგინათ მოვლენის მიზეზი და შეექმნათ მოვლენის აღმწერი ზოგადი მოდელი. ძველი ბერძნების დასკვნები დაფუძნებული იყო საღ აზრზე, დაკვირვებებსა და არგუმენტებზე. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყარო შემეცნებადია და მასში მოქმედებს გარკვეული უნივერსალური წესები, რომელთა შესწავლა შეიძლება. Read the rest of this entry »