loading...

Tag Archive: ხელოვნება

იან 09

მერილინ სანდერლენდის შემოქმედება

ამერიკელი მხატვარი და მოქანდაკე მერილინ სანდერლენდი (Marilyn Sunderland) დიდი ხნის განმავლობაში დაკავებული იყო ეგრეთწოდებული გამოგონებითი ხელოვნებით. შემგდომ იგი ხისა და შუშის სკულპტურების შექმნაზე გადავიდა, ამჟამად იგი გოგრის გარეკანზე ორნამენტების ჭრითა და მოხატვითაა გატაცებული. Read the rest of this entry »

დეკ 06

ცდუნების ხელოვნება (ალტერნატივა)

ზუსტად ამ დროს, ქალაქის სულ სხვა წერტილში, ქალი სარკესთან იდგა მთელი თავისი ეშხით და ცდილობდა შავი თვალების სიღრმე უფრო გამოეკვეთა ფანქრით. უნდოდ გაბუსხული ტუჩები მუქ სისხლისფრად შეეღება. ღამისფერი ტალღები ეფინა ნახევრად მოშიშვლებულ ზურგზე. უხდებოდა თავისუფლებით სავსე დალალები, ისინი თითქოს პატრონის ხასიათს გასცემდნენ. დიახ, ქალიც ასეთი იყო, – თავისუფლებით სავსე და თამამი. თუმცა მხოლოდ ძალზე დაკვირვებული ადამიანი თუ შეამჩნევდა მისი თვალების ფსკერზე არსებულ ტკივილს.

სასწაულია, როგორ გამოსდით ქალებს ასე ოსტატურად ტკივილის დამალვა და მათი განუმეორებელ ხიბლად ქცევა?

იდგა ქალურობით აღსავსე სარკის წინ და საკუთარ ანარეკლს საყვედურობდა მდუმარედ.. დრო კი ქვიშის საათივით მარცვლავდა წამებს…

„მოწყალე მხოლოდ უფალია, მე არ მევალება ვიყო იდეალური“. Read the rest of this entry »

ნოე 27

12 მეტრიანი ხის სკულპტურა

ჩვენს დროში ხეზე კვეთა სულ უფრო და უფრო პოპულაროლი ხდება. ეს გრანდიოზული ხის სკულპტურა შექმნილია ჩინელი ხელოვანის ხეზე კვეთის დარგში, ჩჟენ ჩუნჰუის (Zheng Chunhui) მიერ. ჩჟენის თქმით, სკულპტურის შექმნის პროცესი დაახლოებით 4 წელიწადი გრძელდებოდა. ეს ულამაზესი ნამუშევარი გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხის სკულპტურა.

აღნიშნული შედევრის დეტალიზაცია და შესრულების სირთულე დამთვალიერებელთა აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს. რაც შეეხება მის გაბარიტებს, იგი 12 მეტრზე მეტი სიგრძის, 3 მეტრზე მეტი სიმაღლის და 2,4 მეტრი სიგანისაა. ეს უნიკალური ნამუშევარი ჩინეთის Palace Museum–შია გამოფენილი. Read the rest of this entry »

აპრ 26

ბუზები და ხელოვნება :D


სრულიადში შედით, მაგრად იხალისებთ :biggrin: Read the rest of this entry »

აპრ 16

თავისებური ხელოვნება :)

ეს ადამიანი ჩიფსებით ხატავს :D რას აღარ გაიგებ… :w00t: