loading...

Tag Archive: ხორცი

ივნ 23

იწვევს თუ არა ყავა კიბოს?

ყავა, რომელიც 1991 წლიდან კლასიფიცირებული იყო, როგორც „სავარაუდოდ“ კარცინოგენული ნივთიერება, კიბოს არ იწვევს. Read the rest of this entry »

ნოე 06

“მეორადი” ძეხვეული და ხორცი, ანუ როგორ გვატყუებენ და გვწამლავენ ცნობილი ფირმები

სამომხმარებლო ბაზარზე ხორცისა და ხორცპროდუქტების სანდოობასთან დაკავშირებით, ეჭვები მუდმივად არსებობს და არც თუ უსაფუძვლოდ.

მიირთმევთ თუ არა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ძეხვს, სოსისსა და ნახევარფაბრიკატებს? დადებითი რეპუტაციის მქონე სავაჭრო ქსელები და მწარმოებელი ფირმები ვარგის პროდუქციას გვთავაზობენ? არის თუ არა პროდუქტში გადახდილი მაღალი ფასი მისი ხარისხიანობის გარანტი? – ეს არის კითხვები, რომლებიც თითოეულ ოჯახს აწუხებს საქართველოში.

სამწუხაროდ, ირკვევა, რომ არც ფართოდ გაპიარებულ ბრენდებს უნდა ვენდოთ და არც ასევე ფართოდ რეკლამირებულ მაღაზიათა ქსელებს. მომხმარებლის მოტყუების მთელი რიგი მეთოდები არსებობს, რომელთა შესახებაც გიამბობთ და რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კვლევის შედეგზეც გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.  Read the rest of this entry »

მაი 09

ჭინჭრის სუპი ხორცით

საჭირო მასალა:

400 გ კარტოფილი, 300 გ საქონლის ხორცი, 200 გ ჭინჭარი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 კონა ქინძი, 2-3 ღერი პიტნა, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად. 100-150 გ არაჟანი.

მომზადება: კარტოფილი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როცა წყალი ადუღდება, ქაფი მოვხადოთ და ჩავაყაროთ მარილი და პილპილი. ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი და შევაწითლოთ ზეთში, შემდეგ დავუმატოთ კარტოფილს და როდესაც მოხარშვას სულ ცოტა ეკლდება, ჩავამატოთ მსხვილად დაჭრილი ჭინჭარი. წვნიანს უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ ჩავუმატოთ მოხარშული კვერცხი, დაჭრილი მწვანილი და არაჟანი.