loading...

Tag Archive: ჯარი

დეკ 18

ჯარში – ორი წლით?

ჯარში - ორი წლით?გახდება თუ არა ერთწლიანი სამხედრო სავალდებულო სამსახური ორწლიანი?

სამ კვირაში უნდა დამთავრდეს საქართველოს სამხედრო ძალებში 2011 წლის სავალდებულო საშემოდგომო გაწვევა.
შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახური  ჯერჯერობით 12 თვე გრძელდება, თუმცა შეიძლება ეს ვადა ორჯერ გაიზარდოს. ამის დამამტკიცებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს და არც პარლამენტს მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება, მაგრამ ხმები უკვე ვრცელდება.
მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ ასეთი არაოფიციალური ინფორმაცია Gჟონავს უშუალოდ გამგეობების სამხედრო განყოფილებებიდან, რომლებიც უფლებამოსილი არიან, წვევამდელთა სიები შეადგინონ.
ამ განყოფილებათა ზოგიერთი თანამშრომელი ნაცნობებსა და ახლობლებს არაოფიციალურად ატყობინებს, რომ მომავალი წლიდან სავალდებულო სამხედრო  სამსახური ორწლიანი გახდება და ურჩევს, ბიჭები წლის ბოლომდე გაუშვან ჯარში. Read the rest of this entry »