loading...

Tag Archive: 2012

მარ 06

ოსკარი 2012

ეს მართლაც უდიდესი პატივია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მეგობრობა, სიყვარული და ხალისია, რომელსაც ფილმების კეთებისას ერთად განვიცდით,” – თქვა სტრიპმა, რომელიც რეკორდსმენია და 17-ჯერ ყოფილა ნომინირებული ოსკარზე. ამასთანავე, ის შედის ხუთ ოსკაროსან მსახიობთა სიაში, რომლებსაც ყველაზე მეტი ჯილდო სწორედ სამსახიობო შესრულებისთვის აიღეს – მერილ სტრიპს, ინგრიდ ბერგმანს, უოლტერ ბრენანსა და ჯეკ ნიკოლსონს აქვთ სამ-სამი, ხოლო ქეთრინ ჰეფბერნი ერთადერთია, რომელსაც ოთხი ოსკარი აქვს აღებული.

წლევანდელ ცერემონიაზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს “დახმარება”, სადაც მოვლენები 60-იანი წლების მისისიპიში ვითარდება და რომელიც რასიზმისა და სექსიზმის პრობლემებს ეძღვნება. ამავე ფილმისთვის, ოქტავია სპენსერმა მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო აიღო. კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის კი, დაჯილდოვდა 82 წლის კრისტოფერ პლამერი, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი ყველაზე ასაკოვანი მსახიობი გახდა. მანამდე ეს ტიტული 80 წლის ჯესიკა თენდის ეკუთვნოდა. როდესაც პლამერმა ხელში ოსკარი აიღო, იხუმრა: “ჩემზე სულ რაღაც ორი წლით უფროსი ხარ, ძვირფასო, სად იყავი მთელი ჩემი ცხოვრება?” ორივე მსახიობმა იგივე ნომინაციებში “ოქროს გლობუსიც” მოიპოვა. Read the rest of this entry »

თებ 08

საუკეთესო ადგილები სამოგზაუროდ 2012 წლისთვის


მოგზაურობას აპირებთ და ვერ გადაგიწყვეტიათ, საით გაეშუროთ? National Geographic-ის ჟურნალმა “Traveler” შეადგინა 20 პუნქტიანი სია 2012 წლის საუკეთესო ტურისტული წერტილების შესახებ. არჩევანი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია – ხორვატიის რომანტიკული გორაკებიდან ტაილანდის საუცხოო პლაჟებისკენ. Read the rest of this entry »

იან 03

აღსრულდება თუ არა მაიას ტომის უკანასკნელი წინასწარმეტყველება…


2012 წელს, მსოფლიო სხვადასხვა ემოციით შეხვდა. ზოგი სიხარულით და მომავლის დიდი იმედით, ზოგიც რწმენით, რომ ეს წელი უკეთესი იქნება, ვიდრე 2011, ისინი კი, ვისაც მაიას ტომის წინასწარმეტყველების სჯერა, შიშით და სკეპტიკურად შეხვდნენ დრაკონის წელს. Read the rest of this entry »

დეკ 24

გა­ნათ­ლე­ბა – 2012 წლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს 2012 წლის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სფე­როს მო­ი­ცავს და ქვე­ყა­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტანს.

ამ ეტაპ­ზე სა­მი­ნის­ტ­რო რე­ფორ­მებს 42 მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. 2012 წელს მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებს კი­დევ ხუ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ე­მა­ტე­ბა.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი­დან ერთ-ერ­თი სი­ახ­ლე 2012 წლის სა­ზაფხუ­ლო პროგ­რა­მე­ბია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს:

1. სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მას – სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე 25 000 სტუ­დენ­ტის და­საქ­მე­ბას სა­ზაფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, 2. სა­ქარ­თ­ვე­ლოს 15 ქა­ლა­ქის (რუს­თა­ვი, ქუ­თა­ი­სი, ფო­თი, ზეს­ტა­ფო­ნი, გო­რი, ხა­შუ­რი, ზუგ­დი­დი, ბა­თუ­მი, ტყი­ბუ­ლი, ონი, ჭი­ა­თუ­რა, ახალ­ქა­ლა­ქი, სამ­ტ­რე­დია, ოზურ­გე­თი, თე­ლა­ვი) მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დამ­ზად­დე­ბას ინ­გ­ლი­სურ­ში, კომ­პი­უ­ტერ­სა და პრო­ფე­სი­ულ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ში. Read the rest of this entry »

ოქტ 19

Audi S7 Sportback 2012

ეს გახლავთ Audi S7 Sportback, Audi A7 8 ცილინდრიანი ძრავით რომელიც უყენია Audi S6-საც, 4.0 TFSI ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 420 ცხენის ძალას და 550 ნიუტონ მეტრს, ძრავი გადაბმული იქნება 7 სიჩქარიან S Tronic გადაცემათა კოლოფზე, ავტომობილი 100 კმ/სთს ანვითარებს 4.9 წამში მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად აქვს ლიმიტირებული რაღათქმა უნდა 250კმ/სთზე. ავტომობილი 100კმზე მოიხმარს 9.7 ლიტრ ბენზინს. Read the rest of this entry »

თებ 17

22.12.2012 წისანასწარმეტყველება თუ სამყაროს აღსასრული ?

მაიას ტომმა დაგვიტოვა ორი რამ: კალენდარი და სამი კოდექსი. ესპანელმა კონკისტადორებმა ყველაფერი გაანადგურეს, როდესაც ინკების იმპერია გაანადგურეს და მათი ტერიტორია დაიპყრეს. მაგრამ მაინც გადარჩა სამი ხელნაწერი, რომლიდანაც მხოლოდ ერთი იკითხება და ინახება დრეზდენში. დანარჩენი ორი დამწვარ მდგომარეობაშია და შესაბამისად პარიზის და მადრიდის კოდექსები ეწოდება. აგერ კალენდრის სურათი: Read the rest of this entry »