ეს საოცარი სფეროსებრი პანორამა, რომელზეც სრულიადაა აღბეჭდილი დღიდან ღამეზე გადასვლა, საბერძნეთის ქალაქ სუნიონში კრის კოციოპულოსის (Chris Kotsiopoulos) მიერაა გადაღებული Canon 550D-ის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება 2010 წლის დეკემბერშია გადაღებული, მან ინტერნეტი მხოლოდ ახლა მოიარა.
ამ კომპოზიციის შესაქმნელად ავტორს 560 სურათის გადაღება მოუხდა 30 საათიანი გადაღებისას. ციური სხეულების გადაადგილების მთელი ციკლის აღსაბეჭდად კოციოპულოსი მთელი ამ დროის განმავლობაში კამერასთან იმყოფებოდა და მის მდგომარეობასა და მარეგულირებლებს მართავდა, მათ შორის მაკორექტირებელი ფოტოებიც გამოიყენა. თითქმის უწყვეტი გადაღების განსახორციელებლად 360°-ზე ავტორმა ფართოკუთხიანი ობიექტივი Canon EF 15mm f/2,8 გამოიყენა, რომელიც სფეროსებრი პანორამის შესაქმნელად აუცილებელი სურათების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.