loading...

Tag Archive: Acer Aspire One Happy

ივნ 07

Acer Aspire One Happy: ნეთბუქი Windows 7-ითა და Android-ით

Android, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა სმარტფონებისათვის, ნელ-ნელა იმორჩილებს სრულიად განსხვავებულ მოწყობილობებსაც. ასე მაგალითად, Acer თვლის, რომ ის კარგად იგრძნობს თავს ნეთბუქში. დღეს ჩვენ განვიხილავთ Aser Aspire One Happy, რომელსაც მოყვება ერთდროულად Windows 7 და Android 2.1. ტექნიკური მახასიათებლები: პროცესორი – Intel Atom N450, 1.66 Ghz; ოპერატიული სისტემა – 1 გბ, DDR2; ვინჩესტერი – 250 გბ; ეკრანი – 10.1″, 1024×600; ინტერფეისები – 3xUSB 2.0, VGA (D-Sub), Ethernet, Audio in/out; უმავთულო ინტერფეისები – Wi-Fi (IEEE 802.11 b/g); აკუმულატორი – 4240 mAh, 6 სექცია, 8 სთ. გაბარიტები – 258.5 x 185 x 24 მმ. წონა – 1.25 კგ. ნეთბუქის კომპლექტში არ შედის არავითარი სასიამოვნო ბონუსები, გარდა თავად Happy-სა, დამტენისა, დოკუმენტაციისა და კოპაქტ-დისკისა, რომლის არსებობა კომპლექტში მით უმეტეს საეჭვოა, რომ მოწყობილობას არ გააჩნია დისკსაკრავი. ნეთბუქის გარეგნობა გარკვეულ წილად შეესაბამება მის სახელწოდებას – ის ასხივებს ბედნიერებას და ყველანაირ პოზიტივს. ყოველ შემთხვევაში ცდილობს.  Read the rest of this entry »