loading...

Tag Archive: Acer

ოქტ 14

საქართველოში Netbook–ებზე მოთხოვნა იზრდება

მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს არც საქართველო ჩამორჩა და ლოკალურ ბაზარზე Notebook–ების გაყიდვებმა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვებს საგრძნობლად გაუსწრო. თუ რამდენიმე ხნის წინ მათი გაყიდვების თანაფარდობა დესკტოპების სასარგებლოდ 80/20%–ზე იყო, დღესდღეობით ეს მაჩვენებელი notebook–ების სასარგებლოდ შემობრუნდა. საკმაოდ იზრდება მოთხოვნა netbook–ებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ტაბლეტი ქართულ IT ბაზარზე ჯერჯერობით უცხო ხილია, კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიები იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან, მსოფლიო ტენდენციების შესაბამისად, ამ ტექნოლოგიის ათვისებასაც შეძლებენ. IT ბაზარზე არსებული საინფორმაციო–ტექნოლოგიური კომპანიები, იმასაც იმედოვნებენ, რომ დესკტოპების all-in-one მოდელები არსებული წილის გაზრდას თუ არა, შენარჩუნებას მაინც შეძლებენ. Read the rest of this entry »

ივნ 07

Acer Aspire One Happy: ნეთბუქი Windows 7-ითა და Android-ით

Android, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა სმარტფონებისათვის, ნელ-ნელა იმორჩილებს სრულიად განსხვავებულ მოწყობილობებსაც. ასე მაგალითად, Acer თვლის, რომ ის კარგად იგრძნობს თავს ნეთბუქში. დღეს ჩვენ განვიხილავთ Aser Aspire One Happy, რომელსაც მოყვება ერთდროულად Windows 7 და Android 2.1. ტექნიკური მახასიათებლები: პროცესორი – Intel Atom N450, 1.66 Ghz; ოპერატიული სისტემა – 1 გბ, DDR2; ვინჩესტერი – 250 გბ; ეკრანი – 10.1″, 1024×600; ინტერფეისები – 3xUSB 2.0, VGA (D-Sub), Ethernet, Audio in/out; უმავთულო ინტერფეისები – Wi-Fi (IEEE 802.11 b/g); აკუმულატორი – 4240 mAh, 6 სექცია, 8 სთ. გაბარიტები – 258.5 x 185 x 24 მმ. წონა – 1.25 კგ. ნეთბუქის კომპლექტში არ შედის არავითარი სასიამოვნო ბონუსები, გარდა თავად Happy-სა, დამტენისა, დოკუმენტაციისა და კოპაქტ-დისკისა, რომლის არსებობა კომპლექტში მით უმეტეს საეჭვოა, რომ მოწყობილობას არ გააჩნია დისკსაკრავი. ნეთბუქის გარეგნობა გარკვეულ წილად შეესაბამება მის სახელწოდებას – ის ასხივებს ბედნიერებას და ყველანაირ პოზიტივს. ყოველ შემთხვევაში ცდილობს.  Read the rest of this entry »