loading...

Tag Archive: android

ნოე 06

MyRingGuard: უსაფრთხოების ბეჭედი ექსტრემალური სიტუაციისთვის

უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოების მრავალი სექტორისთვის პირველხარისხოვანი ამოცანაა, თუმცა ამის შესახებ ყველას როდი ახსოვს. ამასთან, უსაფრთხოება ყოველთვის როდი ნიშნავს თავდაცვის ან რაიმე სახის იარაღს, თუნდაც არა ლეტალურს. ამ მიზნების მიღწევა ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგალითად, მოწყობილობის MyRingGuard დანიშნულებაა ახლობლებსა და ნათესავებს შეატყობინოს, რომ ადამიანი საფრთხეშია.

მოწყობილობა ბეჭდის ფორმისაა, რომელიც თითზე იცმევა. ამ ბეჭედზე არის პატარა ღილაკი, რომელზე დაჭერაც საფრთხის შესახებ აცნობებს. MyRingGuard უსადენო პროტოკოლით უერთდება Android-ის მართვით სმარტფონს, და როდესაც მომხმარებელი “განგაშის” ღილაკს აჭერს, წინასწარ მითითებულ ნომერზე იგზავნება შეტყობინება, რომელშიც შედის აგრეთვე GPS-კოორდინატები.

პროექტთან MyRingGuard დაკავშირებული მასალები მისმა შემქმნელმა რეიჩელ ოუენსმა (Rachel Owens) პორტალზეIndieGoGo.com გამოაქვეყნა, და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ პროექტში ინვესტირება. ამისთვის, მხოლოდ მოწყობილობის წინასწარი შეკვეთის ანაზღაურებაც კმარა, მისი ფასია 39 დოლარი, ხოლო მოწყობილობის სერიულ წარმოებაში გაშვებისთვის ავტორს $30 ათასი სჭირდება. ვიმეორებთ, ამ მომენტისათვის, მხოლოდ Android-სმარტფონებთან მუშაობაა მხარდაჭერილი. Read the rest of this entry »

ივნ 07

Acer Aspire One Happy: ნეთბუქი Windows 7-ითა და Android-ით

Android, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა სმარტფონებისათვის, ნელ-ნელა იმორჩილებს სრულიად განსხვავებულ მოწყობილობებსაც. ასე მაგალითად, Acer თვლის, რომ ის კარგად იგრძნობს თავს ნეთბუქში. დღეს ჩვენ განვიხილავთ Aser Aspire One Happy, რომელსაც მოყვება ერთდროულად Windows 7 და Android 2.1. ტექნიკური მახასიათებლები: პროცესორი – Intel Atom N450, 1.66 Ghz; ოპერატიული სისტემა – 1 გბ, DDR2; ვინჩესტერი – 250 გბ; ეკრანი – 10.1″, 1024×600; ინტერფეისები – 3xUSB 2.0, VGA (D-Sub), Ethernet, Audio in/out; უმავთულო ინტერფეისები – Wi-Fi (IEEE 802.11 b/g); აკუმულატორი – 4240 mAh, 6 სექცია, 8 სთ. გაბარიტები – 258.5 x 185 x 24 მმ. წონა – 1.25 კგ. ნეთბუქის კომპლექტში არ შედის არავითარი სასიამოვნო ბონუსები, გარდა თავად Happy-სა, დამტენისა, დოკუმენტაციისა და კოპაქტ-დისკისა, რომლის არსებობა კომპლექტში მით უმეტეს საეჭვოა, რომ მოწყობილობას არ გააჩნია დისკსაკრავი. ნეთბუქის გარეგნობა გარკვეულ წილად შეესაბამება მის სახელწოდებას – ის ასხივებს ბედნიერებას და ყველანაირ პოზიტივს. ყოველ შემთხვევაში ცდილობს.  Read the rest of this entry »

მარ 09

გაჟონილი ინფორმაცია Windows 8-ის ფუნქციონალის შესახებ

ცოტა ხნის წინათ ქსელში ოპერაციული სისტემის Windows 8 მორიგი სკრინშოტები გამოჩნდა, რომელიც ნათელს ფენს იმას, თუ როგორი ცვლილებები იქნება (ან შეიძლება იყოს) შეტანილი მის ინტერფეისში. მადლობა უნდა ვუთხრათ იმ პიროვნებას, რომელმაც მაინც გამოაქვეყნა დამუშავების პროცესში მყოფი ოპერაციული სისტემის ეკრანის ნაწილის სურათი, შემქმნელთა ჯგუფის თხოვნის მიუხედავად იმაზე, რომ გაჟონვას ადგილი არ ჰქონოდა. საქმე ის გახლავთ, რომ ქსელში პირველა გამოჩნდა Windows 8-ის ამოცანების პანელის მარცხენა ნაწილი
Read the rest of this entry »

იან 24

Flip Phone: ყველაზე მომაჯადოებელი და მიმზიდველი “გასაშლელი”

გასაშლელი-ტელეფონები ისევე, როგორც სლაიდერები ორ კატეგორიად იყოფა: ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ყველა მათგანს ერთი მარტივი რამ აერთიანებს — გასაშლელ კონსტრუქციაზე მხოლოდ ერთი მარყუჟი. მაგრამ ეს თანამედროვე აღარ არის, რასაც დანიელი დიზაინრის კრისტიან ლარსენის (Kristian Ulrich Larsen) ახალი კონცეპტიც ადასტურებს. Read the rest of this entry »

ნოე 25

Sony Ericsson Anzu-ს სავარაუდო სპეციფიკაციები


ფლაგმანს Sony Ericsson Xperia X10 რამოდენიმე თვეში მემკვიდრე გამოუჩნდება მუშა სახელით Anzu. თუ კი კომპანია ხაზის Xperia განვითარებას გადაწყვეტს, მაშინ ტელეფონი აღნიშნული იქნება ინდექსით X11 (2011 წელი) ან X12 (ერთი კლასით მაღალი) Read the rest of this entry »