loading...

Tag Archive: Anomaly: Warzone Earth

ოქტ 14

Anomaly: Warzone Earth- თეთრი ადამიანის თამაში

დამოუკიდებელი დეველოპერების მიერ შექმნილი პროდუქციის მომრავლებამ თამაშების ბაზარზე, რასაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, ერთგვარი სტერეოტიპი ჩამოაყალიბა, რომლის მიხედვითაც ტიპიური „ინდი“ (indie) თამაში ხასიათდება პრიმიტიული (ხშირად მდარე ხარისხის) გრაფიკით, ეკონომიური გახმოვანებითა და დაბალბიუჯეტიანი წარმოების სხვა არასასიამოვნო ნიშნებით. საბედნიეროდ, „ინდი“ თამაშების ქაოტურ ნაკადში, რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრად მოედინება ციფრული დისტრიბუციის არხებში, დროდადრო გამოერევა ნამდვილი მარგალიტები, რომლებიც ძირფესვიანად ამსხვრევენ ამ სტერეოტიპს. პოლონური 11 bit studios-ის სადებიუტო პროექტი სწორედ მათ რიცხვს განეკუთნება.

Anomaly: Warzone Earth-ის „ინდიელობას“ მხოლოდ თავმდაბალი ფასი თუ გათქვამს – სხვა მხრივ, ის არაფრით ჩამოუვარდება სტრატეგიული ჟანრის კომერციულ „ზვიგენებს“, ინტელექტის დონითა და შესრულების ხარისხით კი ბევრ მათგანს აღემატება კიდეც. მისი თამაშისას გვიჩნდება შეგრძნება, თითქოს იაფფასიანი ბილეთით პირველი კლასის სალონში მოვხვდით, სადაც, პირველად ცხოვრებაში, გვექცევიან როგორც „თეთრ ადამიანს“, თავს გვევლებიან, ყურადღებას არ გვაკლებენ და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით გვანებივრებენ. შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ – ეს შეცდომა არ არის, არავინ მოგვადგება ბილეთის შესამოწმებლად და არ გაგვისვრის უკან, ეკონომ-კლასში, რამეთუ Anomaly პირველი კლასის თამაშია ყველასათვის, ჯიბის სისქის მიუხედავად.
თამაშმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც კრიტიკოსებს, ასევე უბრალო მოთამაშეებს შორის. მან თანაბრად მოხიბლა „კაზუალებიც“ და „ჰარდკორული“ გეიმერებიც. გარდა ამისა, თამაშმა არნახულ წარმატებას მიაღწია iOS პლატფორმაზეც (დეველოპერებმა შექმნეს ორი ვერსია – ერთი iPhone-ისთვის და ერთიც iPad-ისთვის) – Metacritic-ის რეიტინგში Anomaly: Warzone Earth-ის iOS-ვერსიას 98 ქულა აქვს 100-იდან, რაც, სტატიის დაწერის მომენტში, ყველა დროის ყველაზე მაღალი რეიტინგია ამ პლატფორმაზე.  Read the rest of this entry »