loading...

Tag Archive: Argus II

აპრ 11

ელექტრონული ტექნოლოგიები უსინათლოთა დასახმარებლად

ბერძნული წარმომავლობის ამერიკელმა ილიას კონსტანტოპოლუსმა (Elias Konstantopoulos) მხედველობის გაუარესება ჯერ კიდევ 43 წლის ასაკში იგრძნო. იგი უბრალოდ მიხვდა, რომ ფორმები უფრო ბუნდოვანი გახდა, გაიკეთა მეგორის სათვალე და მიხვდა, რომ მათი დახმარებით იგი უფრო კარგად ხედავს. მან დაუყოვნებლივ მიმართა ოკულისტს, რომელმაც აღმოაჩინა, რომ პერიფერიული მხედველობა უარესდება. მას პიგმენტური რეტინიტის დიაგნოზი დაუსვეს. ეს მემკვიდრეობითი უსინათლობის ძირითადი ფორმაა. მსოფლიოში ამ დაავადებით დაახლოებით 5000-დან ერთი იტანჯება. ავადმყოფობა ნელ-ნელა “ჭამს” თვალის ბადურას ჩხირებსა და კონუსებს (თვალის მგრძნობიარე ელემენტებს). ამის შედეგად ბადურას ფოტორეცეპტორული უჯრედები ფუნქციონირებას წყვეტს და დროთა განმავლობაში გადაგვარდება, ადამიანი კი ბრმავდება. Read the rest of this entry »