loading...

Tag Archive: B.S.A. ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა

ივნ 15

საქართველოში პირატულობის დონე რამდენიმე წელიწადში შემცირდება

საქართველოში პირატულობის შემცირების და ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელების მიზნით მთელი რიგი აქტივობები ხორციელდება.
ეს პროცესი განსაკუთრებით დააჩქარა საქართველოში B.S.A.-ს შემოსვლამ, რომელიც ამ საკითხლის ლეგალურ ასპექტებს განიხილავს. ასევე სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის Microsoft-ის ქართული წარმომადგენლობა. როგორც დავით ასათიანი აცხადებს, სტატისტიკური მაჩვნებელების მიხედვით, თუ რამდენიმე მსხვილი კომპანია მოახდენს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებას, პირატულობის შემცირების პროცენტული შედეგი უფრო დიდი იქნება. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ მცირე ან საშუალო კომპანიები, პროცენტული მაჩვენებელი, შესაბამისად, ნაკლები იქნება. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ორგანიზაციებმა წინ გადადგან ნაბიჯი განვითარებისკენ და დაეხმარონ ქართულ IT ბაზარს. „კონკრეტული შედეგები სახეზე იქნება რამდენიმე წელიწადში, თუმცა წინსვლა უკვე ნათელია,“ – აცხადებს Microsoft საქართველოს გენერალური მენეჯერი, დავით ასათიანი.