loading...

Tag Archive: Bluetooth

ივნ 29

ახალი სენსორი ადამიანებს Wi-Fi-ით და Bluetooth-ით უთვალთვალებს

როგორც არ უნდა აძაგებდნენ სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეებზე თვალთვალის მრავალრიცხოვან ტექნოლოგიებს, ისინი ყოველთვის როდია განკუთვილი პირად ცხოვრებაში შეჭრისთვის, ხანდახან ისინი სტატისტიკური მონაცემების კეთილსინდისიერად შეგროვებისა და მარკეტინგული კვლევების ჩასატარებლად გამოიყენებიან. ამ ამოცანის გადასაჭრელად ახალი ინსტრუმენტი წარმოადგინა ესპანურმა კომპანიამ Libelium. Read the rest of this entry »

დეკ 27

მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა ადამიანზე


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა შეისწავლა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მობილური ტელეფონის  გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ენერგიის მავნე გავლენის და დასაშვები ნორმების  შესახებ  საზოგადოებისთვის რჩევების მიცემა და ასევე, ელექტრომაგნიტური გამოსხივებისაგან თავდაცვის ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. Read the rest of this entry »

ოქტ 26

ხელის სენსორული ტელეფონი Void

მობილური ელექტრონიკის ჩინელი მწარმოებლები არც ისეთი დილეტანტები არიან, როგორც შეიძლება ერთის შეხედვით მოგვეჩვენოს. მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხი, არც ისე სწრაფად, მაგრამ იზრდება, ხოლო არასტანდარტული გაჯეტების ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ უმსხვილეს მწარმოებელსაც კი შეშურდება. მსოფლიო ბრენდებისთვის ხელის საათის ფორმის მქონე მობილური ტელეფონის გამოშვება ნამდვილი მოვლენაა მაშინ, როდესაც ჩინელები მათ უკვე დიდი ხანია წარმატებულად უშვებენ. მორიგი ასეთი პროდუქტია ახალი საათფონი Void.

მინი-ტელეფონი ოთხ დიაპაზონში GSM (850/900/1800/1900 მჰც) მუშაობს და 1,8-დიუმიანი სენსორული დისპლეი აქვს გარჩევადობით 160×128 წერტილი. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ასეთ ეკრანზე არა მარტო ტელეფონის მენიუსთან გამკლავება, არამედ ფოტოსა და ვიდეოს ხილვა და SMS-შეტყობინებების აკრეფაც შეიძლება. მულტიმედიურ ფუნქციებში შედის ფლეერი MP3, MP4 და AVI-ს მხარდაჭერით, გამოისახება ფოტო ფორმატში JPG და TXT ფაილებიც კი. Read the rest of this entry »

ივნ 24

Sony Ericsson Xperia ray — Xperia Arc-ის გამარტივებული ვერსია

კომპანიამ Sony Ericsson სინგაპურში გამართული გამოფენით CommunicAsia 2011 ისარგებლა იმისთვის, რათა სმარტფონები წარმოედგინა, ახალი მოდელის Xperia ray ჩათვლით, რომელიც ქსელში უკვე გამოჩნდა კოდური სახელით Urushi.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, სიახლე ფლაგმანი მოდელის Xperia Arc გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს, რაც გაცილებით დემოკრატიულ ფასზე იმედებს გვაძლევს.

სმარტფონი Xperia ray თხელი კორპუსის მქონე მონობლოკია, რომელიც ალუმინის სარტყელითაა შემოსაზღვრული და როგორც პრეს-რელიზში ამბობენ, «Sony Ericsson-ის საფირმო დიზაინის მშვენიერი ნიმუშია».

Xperia ray-ს სპეციფიკაციები, რომელიც ოპერაციული სისტემით Android 2.3 Gingerbread მართვით მუშაობს, ნაფხაჭნებისგან დაცული მდგრადი შუშა 3,3” სენსორული მოცულობითი ეკრანი Reality Display გარჩევადობით 854х480 წერტილი, რომელიც მხარს უჭერს მულტიტაჩს და საფირმო ტექნოლოგიას Mobile BRAVIA Engine, 8.1-მპ კამერა ავტოფოკუსით, ვსპიშკით, HD-ვიდეოს (720p) მხარდაჭერით და ჯეოთაჯინგით, ფრონტალური VGA-კამერა ვიდეოტელეფონიისთვის, 320 მბაიტამდე ჩაშენებული მეხსიერება და მეხსიერების კარტების სლოტი microSD ტევადობით 32 გბაიტამდე (4 გბაიტი კარტა კომპლექტში) შედის. 1500 მილიამპერი საათში ტევადობის ელემენტის წყალობით, Xperia ray-ს ავტონომიურ რეჟიმში საუბრისას 7 საათამდე და 430-440 საათი —  მოლოდინის რეჟიმში შეუძლია მუშაობა. იგი საკმარისია 36 საათის მანძილზე მუსიკალური ტრეკების მოსასმენად ან თითქმის 7 საათი ვიდეორგოლების საყურებლად. Read the rest of this entry »

მაი 01

Ideum MT55 HD – საიმედო და მწარმოებლური მულტიტაჩ-მაგიდა

Ideum-ის უახლესი მულტიტაჩ-მაგიდა MT55 HD საკმაოდ ტექნოლოგიურად და მონოლითურად გამოიყურება. იგი მუზეუმებში, გალერეებში, სასწავლო დაწესებულებებსა და სხვა მსგავს ადგილებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ასეთ მკაცრ პირობებში მუშაობისთვის, რომლის დროსაც მრავალი ადამიანი მისით სარგებლობს, კონსტრუქციაში ალუმინი და ლითონია გამოყენებული, ხოლო 55-დიუმიანი Full HD-ეკრანი შუქდიოდიანი მინათებით გაძლიერებული გამოწრთობილი შუშითაა დაფარული. იმ შემთხვევაშიც კი თუ რამოდენიმე ადამიანი ერთდროულად “დაატყდება თავს” – ასეთი რამ კი 32 ერთდროული დაჭერის მხარდაჭერის გათვალისწინებით  სავსებით შესაძლებელია – მაგიდა “ზეწოლას” გაუძლებს. Read the rest of this entry »

მარ 07

ფუტურისტული საათი Konect Tokyo

ამ საათზე პირველივე შეხედვისას ყველა თანამედროვე ადამიანს სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმებთან ასოციაცია გაუჩნდება. კონცეპტის Konect Tokyo ავტორია ფრანგი დიზაინერი ოლივიე დემანჟელი (Olivier Demangel), და ეს არაა მარტო საათი, არამედ მრავალფუნქციონალური მობილური მოწყობილობა.
Read the rest of this entry »