loading...

Tag Archive: D-link

აპრ 25

„ACME Georgia” კორპორატიული ბაზრის ათვისებას იწყებს

„ACME Georgia” საქართველოს კორპორატიული ბაზრის 30%-ის დაკავებას გეგმავს, როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კვახაძემ განაცხადა. ამ მიმართულებით წარმოდგენილი ბრენდებიდან მთავარი იქნება Dell, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი პირველია მძიმე ტექნიკის წარმოებაში.
6 აპრილს, ACME Georgia–სა და Dell–ის ურთიერთთანამშრომლობით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, გაიმართა სემინარი, სადაც „ACME Georgia”–ს კორპორატიული კლიენტებისთვის Dell-ის მძიმე ტექნიკის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია–ვორქშოპზე მოწვეულ კომპანიებს საშუალება ჰქონათ, უშუალოდ შეხებოდნენ და პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნიკის მუშაობა. ვორქშოპზე წარმოდგენილი იქნა როგორც ბრონირებული, ასევე ჩვეულებრივი ნოუთბუქები. Dell–ის ბრონირებული ნოუთბუქი უძლებს წყლის ჭავლს, სიმაღლიდან ვარდნას, მუშაობს ექსტრემალურ სიტუაციაში. ბატარეის ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობა არის 9საათი. მას ძირითადად იყენებენ, სამშენებლო და ენერგეტიკული კომპანიები, თავდაცვა და ა.შ. ვინაიდან Dell–ს აქვს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ხდება დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, ნოუთბუქის დისტანციურად დაბლოკვა. წარმოდგენილი იქნა ასევე დესკტოპები, რომელსაც Dell-ი „comnercial desktop”-ებს უწოდებს და რაც მთავარია, Dell–ის PowerEdge12th Generation Servere-ები – რეკული სერვერები, ტაუერ სერვერები, Blade სერვერები. ნებისმიერ სერვერს მოჰყვება სპეციალური პლატა, რომელიც განკუთვნილია სერვერის მენეჯმენტისთვის, რაც უსაფრთხოების ზომებს და დაცულობას აასკეცებს.  Read the rest of this entry »