loading...

Tag Archive: Facebook

იან 01

Google, Facebook და YouTube – 2011 წლის ყველაზე ხშირად ნანახი ვებგვერდები

Google-ს, Facebook-ს და YouTube-ს Nielsen-ის 2011 წლის კვლევის შედეგებით ყველაზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავთ.
იმავე კვლევის თანახმად, რაოდენ გასაკვირიც უნდა ოყოს, Google+-მა ყველაზე ხშირად გამოყენებად საიტებს შორის Myspace-ს გაუსწრო. Google+, რომლის ბეტა ვერსია ივლისში გამოჩნდა, საზოგადოებისთვის მხოლოდ სექტემბერში გაიხსნა. თუმცა, Nielsen-ის კვლევა მხოლოდ იანვარ-ოქტომბრის თვის მონაცემებს ეყრდნობა, 2011 წლის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება. Read the rest of this entry »

დეკ 24

Facebook 2011 წლის თამაშების ტოპ ათეულს ასახელებს

2011 წელი სოციალური თამაშების დიდი ტენდენციით გამოირჩეოდა. სოციალური თამაშების მოყვარულები იმედოვნებენ, რომ ეს ბაზარი 2012 წელსაც განაგრძობს ჩვეული ტემპით ზრდას.
Facebook-მა, სოციალური თამაშების უდიდესმა პლატფორმამ, 2011 წლის ყველაზე პოპულარული თამაშების სია გამოაქვეყნა.
ყველა სხვა წლის შემაჯამებელი სიისგან განსხვავებით, ამ შემთხევაში განსაკუთრებით ბევრი სიურპიზის მომსწრე გახდა სოციალური თამაშების მოყვარული საზოგადოება. ყველა მოელოდა რომ CityVille, Zynga გახდებოდა 1-ლი ადგილის მფლობელი, თუმცა Facebook-ის გადაწყვეტილებით ეს პატივი Gardens of Time-ს ერგო წილად. CityVille მხოლოდ მესამე ადგილის მფლობელი გახდა, მეორე ადგილს კი The Sims Social (by EA) იკავებს. მე-4 და მე-5 ადგილზეა DoubleDown Casino და Indiana Jones Adventure World. მომხევნო 5 ადგილი კი შემდეგ ნაირად განაწილდა: 6. Words With Friends (by Zynga) 7. Bingo Blitz (by Buffalo Studios) 8. Empires & Allies (by Zynga) 9. Slotomania-Slot Machines (by Playtika) 10. Diamond Dash (by wooga)   Read the rest of this entry »

ოქტ 17

ინტერნეტმანია

ინტერნეტმანიაადგა!!! როგორც იქნა, ისევ შენია სანატრელი ყუთი, მაგრამ…

ეს მანია სწრაფად ვრცელდება, გადამდები და დამღუპველია

სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი მორბიხარ!  ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ შინ. იქ ხომ სანატრელი ”ოდნოკლასნიკი”, “Facebook”,  “Skype” და სხვა მრავალი ”საიტი გელის. მოკლედ, სიქაგაცლილი შევარდები ოთახში  და… გულიც უკვე მშვიდდება. შენი ერთადეთი, უნიკალური და განუმეორებელი კომპიუტერი შენ გელოდება… როგორც იქნა, გაუთავებელი ჩხუბის შემდეგ, ააგლეჯ საბრალო დას ან ძმას კომპიუტერიდან. არადა, ისეა აზარტში შესული, შენი განწირული კივილიც აღარ ესმის.
ადგა!!! როგორც იქნა, ისევ შენია სანატრელი ყუთი. მიუჯექი მაგიდას, გააფთრებული მივარდი კლავიატურას, ემოციამოძალებული შეიჭერი ინტერნეტში, მოიარე საიტები… გამალებული ”ჩათაობისგან” უკვე წუთში 100 სიტყვასაც კი ბეჭდავ, განიხილავ საკითხებს, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია, რომ ლამისაა მონიტორი თავით გაიტანო და აი, სწორედ ამ საპასუხისმგებლო მომენტში, ოთახში შემოიჭრა დედა, რომელიც მზად არის ჩაებას ბრძოლაში, რათა დაისაკუთროს კომპიუტერი. ის ისევეა მოწყურებული, როგორც ცოტა ხნის წინ შენ – და-ძმასთან ბრძოლისას… მაგრამ აქ საქმე უფრო რთულადაა, ამ ბრძოლაში გამარჯვებას პირი არ უჩანს და სწორედ ამ დროს შენს წინააღმდეგ თავს იჩენს ისეთი წყალგაუვალი რგუმენტები, როგორიცაა: ”სამეცადინო არ გაქვს?! ” რამდენი ხანი უნდა იჯდე აქ! ადექი ახლავე!”.. რა ხდება ამ დროს? კომპიუტერის დათმობა გიწევს… Read the rest of this entry »

ოქტ 10

7 მიზეზ რის გამოც დამსაქმებლები LinkedIn-ს Facebook-ს ამჯობინებენ

ბევრი კომპანიის მფლობელი ამბობს, რომ თანამშრომლების დასაქირავებლად ონლაინ საშუალებებიდან LinkedIn-ს ირჩევს.
მიუხედავად ამისა Potentialpark-ის ლაბორატორიის ექსპერტების კვლევებმა აჩვენა, რომ დამსაქმებლების უმეტესობა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან სამსახურის თაობაზე LinkedIn-ზე მეტად Facebook-ით გასაუბრებას ამჯობინებენ. კვლევაში Potentialpark-მა მთელი მსოფლიოდან 30000 სტუდენტი და შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და აზიიდან 500 კომპანია ჩართო. გამოკითხული სტუდენტების 48%-მა უპირატესობა LinkedIn-ის მიანიჭა, ხოლო 25% პოტენციურ დამსაქმებლებთან Facebook-ით გასაუბრებას ამჯობინებს. კითხვაზე, თუ რატომ არ მოსწონთ Facebook მათ უპასუხეს, რომ ეს არ არის ადგილი სამსახურზე სასაუბროდ.
სტუდენტებისგან განსხვავებით, წამყვანი 100 კომპანიის ერთ-მესამედზე მეტი ამბობს, რომ Facebook-ის ანგარიში სწორედ ახალი თანამშრომლების მოსაძიებლად აქვს. Potentialpark ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომლებს გაესაუბრა და ის 7 მიზეზი დაადგინა, რის გამოც კომპანიები თანამშრომლების დასაქირავებლად LinkedIn-ის Facebook-ს ამჯობინებენ: 1)პირველი ის, რომ Facebook-ის გვერდი უფრო მიმზიდველია. დამსაქმებლებმა შენიშნეს, რომ საინტერესო წინადადებები კომპანიის Facebook-ის გვერდზე აქტიურ კომენტარებს, განხილვებსა და საუბრებს იწვევს. 2)Facebook არის იქ, სადაც მოქმედებაა. 3)უფასოა. 4)უფრო ფართომასშტაბიანი სოციალური ქსელია. 5)მეტად გახსნილია. 6)Facebook-ს აქვს ღილაკი Like. 7)ეს სოციალური ქსელი უკეთესია რეკლამისთვის. Read the rest of this entry »

ოქტ 07

ქართული მობილური კომპანიები და Facebook

ქართულმა მობილურმა ოპერატორებმა სპეციალურად Facebook-ის მომხმარებლებისთვის SMS მომსახურება დანერგეს. „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის ამოქმედდა სპეციალური ნომერი 3223, რომლის მეშვეობითაც აბონენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სოციალურ ქსელში განაახლონ სტატუსი, მიიღონ შეტყობინება პირადი წერილის მიღების ან პოსტზე კომენტარის დატოვების შესახებ. იმისათვის, რომ მომხმარებელმა განაახლოს სტატუსი Facebook-ზე მობილურის საშუალებით, სულაც არ არის საჭირო ჰქონდეს მეორე ან მესამე თაობის მობილური ტელეფონი, ან გაააქტიუროს მობილური ინტერნეტი. სტატუსის განახლება შესაძლებელია SMS-ის საშუალებით, ინტერნეტის გარეშე.
აღნიშნული ფუნქციის გასააქტიურებლად, Facebook-ის მომხმარებელმა პირველ რიგში უნდა დაარეგულიროს პარამეტრები account ფუნქციიდან, სადაც ირჩევს შემდეგ ბრძანებებს: account – account settings – mobile – register for facebook text messages. „ჯეოსელის“ აბონენტებმა გამოსულ გრაფაში mobile carrier უნდა აირჩიონ „ჯეოსელი“, შედეგად კი ეკრანზე გამოჩნდება ფანჯარა. ინსტრუქციების მიხედვით, მომხმარებელმა უნდა გააგზავნოს SMS ნომერზე 3223, სადაც ტექსტში ჩაწერილი იქნება სიმბოლო F. ფუნქციის გასააქტიურებლად საჭირო კოდი რამდენიმე წამში მოდის მობილურზე ასევე SMS-ის სახით. კოდის შეყვანის შემდეგ კი მობილური გააქტიურებულია და ნომერზე 3223 დამესიჯების შემდეგ, ის მესიჯი ავტომატურად გამოჩნდება და იხსნება შემდეგი ფანჯარა. აქ მოცემულია ის პარამეტრები, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს შეუძლია განსაზღვროს, თუ რა სახის შეტყობინებების მიღება სურს Facebook-დან SMS-ის საშუალებით და დროის რა მონაკვეთში. SMS-ის სახით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს კომენტარები, კედლის პოსტები, Facebook-ის შეტყობინებები და სხვადასხვა სახის სიახლეები. Read the rest of this entry »

ივნ 24

Sony Ericsson Xperia ray — Xperia Arc-ის გამარტივებული ვერსია

კომპანიამ Sony Ericsson სინგაპურში გამართული გამოფენით CommunicAsia 2011 ისარგებლა იმისთვის, რათა სმარტფონები წარმოედგინა, ახალი მოდელის Xperia ray ჩათვლით, რომელიც ქსელში უკვე გამოჩნდა კოდური სახელით Urushi.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, სიახლე ფლაგმანი მოდელის Xperia Arc გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს, რაც გაცილებით დემოკრატიულ ფასზე იმედებს გვაძლევს.

სმარტფონი Xperia ray თხელი კორპუსის მქონე მონობლოკია, რომელიც ალუმინის სარტყელითაა შემოსაზღვრული და როგორც პრეს-რელიზში ამბობენ, «Sony Ericsson-ის საფირმო დიზაინის მშვენიერი ნიმუშია».

Xperia ray-ს სპეციფიკაციები, რომელიც ოპერაციული სისტემით Android 2.3 Gingerbread მართვით მუშაობს, ნაფხაჭნებისგან დაცული მდგრადი შუშა 3,3” სენსორული მოცულობითი ეკრანი Reality Display გარჩევადობით 854х480 წერტილი, რომელიც მხარს უჭერს მულტიტაჩს და საფირმო ტექნოლოგიას Mobile BRAVIA Engine, 8.1-მპ კამერა ავტოფოკუსით, ვსპიშკით, HD-ვიდეოს (720p) მხარდაჭერით და ჯეოთაჯინგით, ფრონტალური VGA-კამერა ვიდეოტელეფონიისთვის, 320 მბაიტამდე ჩაშენებული მეხსიერება და მეხსიერების კარტების სლოტი microSD ტევადობით 32 გბაიტამდე (4 გბაიტი კარტა კომპლექტში) შედის. 1500 მილიამპერი საათში ტევადობის ელემენტის წყალობით, Xperia ray-ს ავტონომიურ რეჟიმში საუბრისას 7 საათამდე და 430-440 საათი —  მოლოდინის რეჟიმში შეუძლია მუშაობა. იგი საკმარისია 36 საათის მანძილზე მუსიკალური ტრეკების მოსასმენად ან თითქმის 7 საათი ვიდეორგოლების საყურებლად. Read the rest of this entry »