Ideum-ის უახლესი მულტიტაჩ-მაგიდა MT55 HD საკმაოდ ტექნოლოგიურად და მონოლითურად გამოიყურება. იგი მუზეუმებში, გალერეებში, სასწავლო დაწესებულებებსა და სხვა მსგავს ადგილებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ასეთ მკაცრ პირობებში მუშაობისთვის, რომლის დროსაც მრავალი ადამიანი მისით სარგებლობს, კონსტრუქციაში ალუმინი და ლითონია გამოყენებული, ხოლო 55-დიუმიანი Full HD-ეკრანი შუქდიოდიანი მინათებით გაძლიერებული გამოწრთობილი შუშითაა დაფარული. იმ შემთხვევაშიც კი თუ რამოდენიმე ადამიანი ერთდროულად “დაატყდება თავს” – ასეთი რამ კი 32 ერთდროული დაჭერის მხარდაჭერის გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია – მაგიდა “ზეწოლას” გაუძლებს.
loading...
Tag Archive: Flex
აპრ 09
Flex: დრეკადი მობილური ტელეფონი მანდილოსნებისთვის
მობილური ტელეფონები თანდათანობით დრეკადობას იძენენ. დღეისათვის მოქნილობით მხოლოდ ტელეფონების პროგრამული ნაწილი გამოირჩევა, მაგრამ არც ისე შორსაა ის დღე, როდესაც მოქნილი გახდება ყველაფერი, დისპლეის, პროცესორის და აკუმულატორული ბატარეის ჩათვლით. დიზაინერმა კაროლინა რებელომ (Carolina Rebelo) ასეთი მოვლენისთვის წინასწარ მომზადება გადაწყვიტა და დრეკადი ტელეფონის კონცეპტი Flex შექმნა.