loading...

Tag Archive: Full HD

მაი 28

4,5″ მონსტრი HTC Holiday ორბირთვიანი CPU 1,2 გჰც-ით

ტაივანურმა კომპანიამ HTC უკვე გადააბიჯა ზღვარს, რომელიც ოდესღაც დიდი გვეჩვენებოდა, ახლა კი საზოგადოდ მიღებული გახდა, 4,3-დიუმიანი ეკრანი. იგი გამოსაშვეად ახალ სმარტფონს ამზდებს, რომლის კოდური სახელია Holiday და რომელსაც 4,5-დიუმიანი დისპლეი გარჩევადობით 960×540 — Full HD-ის მეოთხედი — ექნება.

საიტიდან Pocketnow აღებულ გამოსახულებაზე აღბეჭდილია მოდელი ამერიკული ოპერატორისთვის AT&T. როგორც ვხედავთ, სმარტფონს ლაკონური დიზაინი და უზარმაზარი ეკრანი აქვს.

სხვა სპეციფიკაციებიდან ცნობილია, რომ ტელეფონი ორბირთვიან ჩიპზე Qualcomm MSM8660 სიხშირით 1,2 გჰც იქნება დაფუძნებული, ექნება 1 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 8-მპ კამერა, აგრეთვე სმარტფონებისთვის Android Gingerbread 2.3.4 პროგრამული პლატფორმის უკანასკნელი ვერსია.

მხოლოდ ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონით, რომ სახელი Holiday ამ მძლავრი აპარატის ზამთრის დღესასწაულებზე გამოშვების გეგმებზე არ მიუთითებს.

წყარო: engadget.com

 

 

მაი 01

Ideum MT55 HD – საიმედო და მწარმოებლური მულტიტაჩ-მაგიდა

Ideum-ის უახლესი მულტიტაჩ-მაგიდა MT55 HD საკმაოდ ტექნოლოგიურად და მონოლითურად გამოიყურება. იგი მუზეუმებში, გალერეებში, სასწავლო დაწესებულებებსა და სხვა მსგავს ადგილებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ასეთ მკაცრ პირობებში მუშაობისთვის, რომლის დროსაც მრავალი ადამიანი მისით სარგებლობს, კონსტრუქციაში ალუმინი და ლითონია გამოყენებული, ხოლო 55-დიუმიანი Full HD-ეკრანი შუქდიოდიანი მინათებით გაძლიერებული გამოწრთობილი შუშითაა დაფარული. იმ შემთხვევაშიც კი თუ რამოდენიმე ადამიანი ერთდროულად “დაატყდება თავს” – ასეთი რამ კი 32 ერთდროული დაჭერის მხარდაჭერის გათვალისწინებით  სავსებით შესაძლებელია – მაგიდა “ზეწოლას” გაუძლებს. Read the rest of this entry »