loading...

Tag Archive: General Motors

იან 06

ძრავის ტიპები


XX საუკუნის დასაწყისში უამრავი კონსტრუქტორული აზრი არსებობდა, რომელთა განხორციელებაც უმეტეს შემთხვევაში პრობლემას არ წამორადგენდა. შედეგად ძალიან ხშირად შეხდვებოდით ავტომობილს 10 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელსაც შესაძლოა 1 ცილინდრი ან სულაც მწკრივში განლაგებული 8 ცილინდრიანი ძრავი ჰქონოდა. ეს ის პერიოდია როდესაც ძრავი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერულ გამოგონებად ითვლება, რომელსაც სხვა და სხვა პრობლემა გააჩნდა. მაგალითად დახვეწილი, უფრო მძლავრი, მაღალი ბრუნის ძრავებს, მაღალი თვითღირებულება გააჩნდათ, თუმცა დრომ თავისი ქნა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გიგანტური მოცულოვის ძრავები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და 21-ე საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის აგრეგატებმა ჩაანაცვლეს. დღეს-დღეობით ძრავის საშუალო კუბური მოცულობა 3 ლიტრიდან 6 ლიტრამდეა. ასეთი ძრავების სიმძლავრე დღეს სხვა და სხვაა, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა საწვავის ტიპს ენიჭება, რადგან დიზელის უტურბინო ძრავს დღეს, ლიტრ მოცულობაზე საშუალოდ 50 ცხენისძალა გააჩნია, ბენზინის ასევე უტურბინო ძრავს კი 80-100 ცხენისძალა აქვს თითო ლიტრ მოცულობაზე.
Read the rest of this entry »

მარ 15

NASA-მ კოსმოსში პირველი ადამიანისმაგვარი რობოტი გაუშვა

25 თებერვალს შატლის Discovery წარმატებული გაშვება შედგა. საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ხომალდის ბორტზე ისტორიაში პირველი ადამიანის მსგავსი რობოტი-კოსმონავტი – Robonaut 2 – იმყოფება. შემოკლებულად სიახლეს R2 ეწოდება, რამაც ჩვენში “ვარსკვლავური ომების” გმირთან, რობოტ-შემკეთებელთან R2D2 ასოციაცია შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, სრულფასოვან ანდროიდამდე ეკიპაჟის ახალ წევრს ბევრი უკლია – მას სხეულის ქვედა ნაწილი არ გააჩნია Read the rest of this entry »