გილოცავთ! ამიერიდან თუკი თქვენ საქართველოს Google -ის რუკაზე მოძებნას მოისურვებთ, ჩვენი ქვეყნის ადგილას დიდი ნაცრისფერი ლაქა აღარ დაგხვდებათ. ცოტა ხნის წინ Google Maps-ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა ინფორმაცია საკუთრი რუკების განახლების შესახებ. ავღანეთთან, ერაყთან და ანტარქტიდასთან ერთად გეოგრაფიული ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.