loading...

Tag Archive: GPS

მარ 30

GPS-საათი Watchie ავადმყოფებზე ზედამხედველობისთვის

ალცგეიმერით ან სკლეროზით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა ძალიან რთული ამოცანაა, მათ მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. ამასთანავე, ყველა არაა მზად მათი გადაადგილების თავისუფლების შესაზღუდად. ასეთი შემთხვევებისთვის შვედურმა კომპანიამ u-blox შექმნა Watchie. ეს GPS-ტრეკერია, რომელიც ხელზე საათის მსგავსად უკეთდება ადამიანს და პაციენტების გადაადგილებაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.

მოწყობილობას Watchie საფუძვლად ტექნოლოგია u-blox CellLocate უდევს, ეს ერთ ჩიპზე გაერთიანებული GPS-მოდული და ფიჭური გადამცემია, ისინი ადგილმდებარეობას მაღალი სიზუსტით განსაზღვრავენ. ამასთან, უკანასკნელი პასუხისმგებელ პირს გადასცემს ტრანსლაციას. შესაბამისად, საათის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია აგრეთვე სლოტი SIM-ბარათისთვისაც. Read the rest of this entry »

იან 22

CES-ის კვალდაკვალ: Rydeen-ის უჩვეულო Android-მოწყობილობები ავტომობილებისთვის

გამოფენა CES უკვე დასრულებულია, მაგრამ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერას მასზე წარმოდგენილი საინტერესო პროდუქტების შესახებ, რადგანაც აქამდე ყურადღება უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ანონსებს ეთმობოდა. ამასთან, მთელმა რიგმა ნაკლებად ცნობილმა კომპანიამ აგრეთვე წარადგინეს საკუთარი ყურადსაღები ნამუშევრები. ერთ-ერთი მათგანია კომპანია Rydeen, რომელმაც CES-ზე ავტომობილებისთვის განკუთვნილი ორი პროდუქტი წარმოადგინა Android-ის ბაზაზე. Read the rest of this entry »

თებ 28

HTC Eerie HD3: სამი ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონის კონცეპტი

ისე მოხდა, რომ კომპანიის HTC ყველაზე საინტერესო და სასურველი პროდუქტებს სახელში აქვთ ასოები HD. ყოველთვის ეს ინდექსი მწარმოებლისთვის მცირე, ხანდახან კი მნიშვნელოვან გარღვევას ნიშნავს; ამ მარკის თაყვანისმცემლებისთვის მხოლოდ ერთი მოდელი HD7 უქმნის უხერხულობას, ისიც იმიტომ, რომ ოპერაციულ სისტემისადმი Windows Phone 7 ჯერჯერობით კიდევ მრავალი პრეტენზია არსებობს. ამიტომ, თავდაპირველ ნუმერაციასთან დაბრუნება და HTC HD3-ის რელიზის დალოდება ნამდვილად ღირს. Read the rest of this entry »

იან 12

პერსონალური რადარი, რომლის დაკარგვაც შეუძლებელია

GPS-ნავიგატორებმა შესამჩნევად გაუადვილა სიცოცხლე მრავალ ადამიანს, მაგრამ ამ მოწყობილობების ხარვეზებიც არაა ცოტა. კერძოდ, მათ აქამდე არ ჰქონიათ ე.წ. “იდიოტისგან დაცვა” და მიამიტი ადამიანები ხანდახან დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევენ. ამ პრობლემის გადაწყვეტა ჩრდილოეთ კაროლინის და კარნეგი-მელონის ინჟინრებმა შემოგვთავაზეს. Read the rest of this entry »